რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№42

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 26.10

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: თუ შეიძლება, გვირჩიეთ, რომელი წმიდანის მიმართ ვილოცოთ, რომ ჩვენს სულებში სიმშვიდემ დაისადგუროს და ჩვენს ოჯახშიც ბედნიერება სუფევდეს?

პასუხი: ეკლესიაში არ არსებობს მაგია. როდესაც ჩვენ გსურს რაიმე მივიღოთ უფლისგან ან წმიდანებისგან, არა მარტო უნდა ვილოცოთ მათზე, არამედ მთელი ცხოვრება ავაგოთ უფლის მცნებათა მიხედვით. ბევრის შემძლეა მართალთა ლოცვა. სახარების მეოხებით, ღმერთი ყველას მიმართავს, რომ ვიყოთ კეთილნი, მოყვარულნი, თავმდაბალნი და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ ყურად არ ვიღებთ ამ თხოვნებს და თვით კი ვითხოვთ, რომ შემწეობა გაგვიწიოს. ისეც ხდება, რომ უფალი მხოლოდ გაჭირვების ჟამს გვახსენდება. ის გვისრულებს თხოვნას, ჩვენ კი მადლობის გადახდაც გვავიწყდება და კვლავ მივმართავთ მხოლოდ განსაცდელის ჟამს.

რაც შეეხება ჩვენს სურვილებს, მათ აღსასრულებლად შეგვიძლია, მივმართოთ მრავალ წმიდანს, თვით უფალს, ღვთისმშობელს, მაგრამ მანამდე სასურველია, ვიცნობდეთ სახარებას, წმიდანთა ცხოვრებას, რის შემდეგაც ისინი ჩვენთვის უფრო ახლობლები ხდებიან და მათ მივმართავთ გულითადი ლოცვითა და მთელი არსებით.

კითხვა: ვიცი, რომ სიცრუე ცოდვაა, მაგრამ ახლობელს სიმართლეს ვუმალავ, რადგან დარწმუნებული ვარ, ის ამ სიმართლის გაგებისას ცუდად გახდება. როგორ მოვიქცე, ცოდვას ჩავდივარ?

პასუხი: თუ სიმართლე ადამიანს ვნებას მოუტანს, მის გამხელას უნდა მოვერიდოთ. სიმართლემ სიკეთე უნდა მოუტანოს ადამიანს და არა ზიანი. ხოლო ის, რომ ზიანის მომტან სიმართლეს არ ამბობთ, არ ნიშნავს, რომ ცრუობთ, რადგან ეს დუმილი მოყვასის სიყვარულითაა განპირობებული. თუ დუმილი გიმძიმთ, ესაუბრეთ მოძღვარს და ილოცეთ თქვენი ახლობლისთვის.

კითხვა: ისეთი წინათგრძნობა მაქვს, ვიცი, აუცილებლად ამისრულდება. ეს ხანდახან მაშინებს კიდეც. როგორ მოვიშორო ეს ცოდვა?

პასუხი: წინათგრძნობის მცირეოდენი უნარი ყველას აქვს და ისიც უფლის მიერ არის ბოძებული, როგორც ბევრი სხვა თანდაყოლილი შესაძლებლობები. თუმცა, ჩვეულებრივ მოკვდავს ეს უნარი ისე არ უვითარდება, რომ მასზე დაყრდნობა შეიძლებოდეს. ამიტომ, ნუ მიანიჭებთ მას განსაკუთრებულ ყურადღებას.

კითხვა: რა საიდუმლოებები შედის ქრისტეს ეკლესიის შვიდ საიდუმლოში?

პასუხი: წმიდა მართლმადიდებლური სარწმუნოება იცნობს შვიდ საიდუმლოს, ესენია: ნათლისღება, მირონცხება, სინანული (აღსარება), ზიარება, ქორწინება (ჯვრისწერა), მღვდლობა და ზეთისცხება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა