რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№40

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 12.10

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: შეუნდობს თუ არა უფალი ცოდვებს ისეთ ადამიანს, ვინც არ ნანობს ჩადენილს?

პასუხი: არავინ არის ისეთი კეთილი, როგორც უფალი, მაგრამ იმას, ვინც სინანულს არ განიცდის, ისიც კი არ შეუნდობს.

კითხვა: რომელ ცოდვას უნდა ვებრძოლოთ ყველაზე მეტად?

პასუხი: ყველაზე მეტად იმ ცოდვის წინააღმდეგ შეიარაღდით, რომელიც ჩვევად გექცათ და გაბატონდა თქვენში.

კითხვა: რამდენად აუცილებელია ჯვრისწერა? ჯვარდაუწერელი წყვილები ცოდვიანები და უწმინდურები არიან?

პასუხი: თუ ორი ადამიანი, ვინც შეუღლებას აპირებს, მორწმუნეა, მანათლულია, ჯვრისწერა აუცილებელია, რადგან ამ საიდუმლოს შესრულების შემდეგ მეუღლეები განსაკუთრებულ მადლს იღებენ, რაც აკურთხებს მათ ქორწინებას. ჯვრისწერის შედეგად ქორწინება იქცევა არა უბრალოდ ორი ადამიანის შეერთებად, არამედ ეკლესიის საიდუმლოდ.

კითხვა: შეუძლია თუ არა გარდაცვლილის სულს ცოცხლებთან კონტაქტი?

პასუხი: სული ცნობიერებაა. ცნობიერების უნარი ადამიანის სულს აქვს და არა ხორცს. ცნობიერება აქვს გარდაცვლილის სულსაც და მასთან კონტაქტი ლოცვით მიიღწევა. ჩვენ ლოცვებით ვეხმარებით გარდაცვლილის სულს იმქვეყნიურ ცხოვრებაში. ასევე, გარდაცვლილებიც ლოცულობენ ჩვენთვის. უდიდესი მადლი აქვს ლოცვას ეკლესიაში ღვთისმსახურების დროს, ასევე, მიცვალებულთა მოხსენიების დღეებში. რაც შეეხება გამოცხადებებს – ამ მოვლენას ჩვეულებრივი ადამიანები სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. ხშირად ასეთი რამ ეშმაკის ხელითაც ხდება. ღვთის ნებით, ჭეშმარიტი ხილვა უპირატესად წმიდანებს აქვთ. მოერიდეთ ისეთ მოქმედებებს, რაც ბოროტი ძალების დახმარებით ხდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა