რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№40

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 05.10

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: შეიძლება თუ არა, ავადმყოფობის დროს ვილოცოთ ჩვენი გამოჯანმრთელებისთვის?

პასუხი: გამოჯანმრთელებისთვის ლოცვა ცოდვა არ არის, მაგრამ უნდა დავურთოთ: „იყავნ ნება შენი, უფალო!“ სრული მორჩილება უფლისა და მიღება მიწევნულისა, როგორც სახიერი უფლისგან ბოძებული სიკეთისა, სულიერ სიმშვიდეს ჰმატებს და უფალსაც ლმობიერ ჰყოფს და ისიც ან ჯანმრთელობას გიბოძებთ ან მიუხედავად მდგომარეობის სიმძიმისა, ნუგეშით აგავსებთ. თუმცა ისეთი ავადმყოფობაც არსებობს, როდესაც უფალი გადადებს გამოჯანმრთელებას, რადგან არის შემთხვევები, როდესაც ადამიანის ცხონებისთვის ავადმყოფობა უფრო საჭიროა, ვიდრე ჯანმრთელობა.

კითხვა: რომელი სათნოებაა ყველაზე უდიდესი?

პასუხი: ყველაზე სასარგებლოა განსჯა, რადგან განსჯის გარეშე სიკეთეც კი ბოროტებად იქცევა. ღირსი ანტონის სიტყვით, ყოველი სათნოება საჭიროებს განსჯას, ამიტომ უნდა გამოიკვლიოთ საღმრთო წერილი და წმიდა მამათა ცხოვრება.

კითხვა: როდის არის წიგნების კითხვა მაცხონებელი სულისთვის?

პასუხი: მაშინ, როდესაც წიგნებში წაკითხულს ცხოვრებაში გამოიყენებთ. რა სარგებელი ექნება ლოცვების ცოდნას, თუკი არ ლოცულობ ან იცოდე, რომ მარხვა საჭიროა და არ მარხულობდე.

კითხვა: რომელი სათნოებებია განსაკუთრებით სათნო ღვთისთვის?

პასუხი: არაფერია იმაზე სათნო ღვთისთვის, როგორც სიმშვიდე, სიმდაბლე და მოყვასის სიყვარული.

კითხვა: ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე შეიძლება ლოცვა?

პასუხი: დიახ, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე შეიძლება ლოცვა – გონების აყვანა უფალთან.

კითხვა: რომელ ცოდვას ვებრძოლოთ განსაკუთრებით?

პასუხი: იმ ცოდვას ებრძოლეთ, რომელიც გაბატონდა თქვენზე და შეიარაღდით მის წინააღმდეგ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა