მოძღვარი გვირჩევს
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 28.09
კითხვა: არიან ადამიანები, ვინც ამტკიცებენ, რომ ღმერთის სწამთ, მაგრამ ტაძარში სიარულს არ მიიჩნევენ საჭიროდ. რას ნიშნავს მორწმუნისთვის ტაძარში მისვლა?
პასუხი: ქრისტიანისთვის, თუკი ადამიანი ჭეშმარიტად მორწმუნეა, ტაძარში ყოველი მისვლა დღესასწაულია. ეკლესიური სწავლების მიხედვით, ტაძარში მისვლით განსაკუთრებულად იკურთხება და წარემატება ქრისტიანის ყოველი წამოწყება. ამიტომ ტაძარში მისვლის დროს მორწმუნე უნდა ეცადოს, რომ სულიერად მშვიდად იყოს, ჩასაცმელი კი მოწესრიგებული ჰქონდეს. ადამიანები ეკლესიაში უბრალოდ კი არ მიდიან, არამედ დაიმდაბლებენ რა თავს, საკუთარ სულსა და გულს, მიდიან ქრისტესთან – მასთან, ვინც ადამიანებს ანიჭებს მადლს, რაც მათ თავიანთი ქცევითა და შინაგანი განწყობით უნდა დაიმსახურონ.
კითხვა: რატომ არის დაწესებული მიცვალებულებისთვის სანთლის დანთება ჯვარცმის წინ?
პასუხი: მაცხოვარმა იტვირთა მთელი ქვეყნის ცოდვები, პირველქმნილი ცოდვა – ადამის ცოდვა და თავისი სიკვდილით სისხლით, რომელიც ბრალის გარეშე დაიღვარა ჯვარზე (რადგან ქრისტეს ცოდვები არ ჰქონდა), შეარიგა ქვეყნიერება მამა ღმერთთან. ამის გარდა, ქრისტე – ეს არის ხიდი ყოფნასა და არყოფნას შორის. ჯვარცმასთან დგას ხოლმე მაგიდა (ზოგჯერ ჯვარცმა თავად მაგიდაზეა დამაგრებული), რომელზეც მიცვალებულთა მოსახსენიებლად და მათ სახელზე მოწყალების გასაცემად საჭმელს აწყობენ. ეს უძველესი ქრისტიანული ტრადიციაა. ძველად იყო, ეგრეთ წოდებული, აღაპები – სიყვარულის ტრაპეზები, როდესაც ქრისტიანები, რომლებიც ღვთისმსახურებაზე მიდიოდნენ, მისი დამთავრების შემდეგ ერთად მიირთმევდნენ იმას, რაც მიჰქონდათ.
კითხვა: ყველა ადამიანი უნდა გვიყვარდეს?
პასუხი: დიახ, ყველა ადამიანი უნდა გვიყვარდეს ღვთის გულისთვის, მტერიც კი, მაგრამ უნდა გვძაგდეს მათი ცოდვები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან