რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№37

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 21.09

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: რამდენად საჭიროა ახლობლის გარდაცვალების დღის აღნიშვნა?

პასუხი: ახლობლის გარდაცვალების დღე მისი ახალი, იმქვეყნიური ცხოვრების დასაწყისია. ამ გზაზე ახლობლები თავიანთი ლოცვით შეეწევიან გარდაცვლილს, რათა მან დაიმკვიდროს სასუფეველი. ამ დღეს აღვავლენთ პანაშვიდს გარდაცვლილის სახელზე, ვლოცულობთ და გავცემთ მოწყალებას. ახლობლებისგან გარდაცვლილის გახსენება მისთვის ლოცვის გაგრძელებაა.

კითხვა: ხშირად მინახავს, რომ ადამიანები თავის შინაურ ცხოველებს ადამიანების სახელებს არქმევენ და ისე მიმართავენ. რამდენად მართებულია ასეთი საქციელი?

პასუხი: მოგეხსენებათ, სახელების უმრავლესობა წმიდანებს უკავშირდება და პირუტყვისთვის მათი დარქმევა არ შეიძლება. ეს უნდა გავითვალისწინოთ. შეეცადეთ, აუხსნათ ეს იმ ადამიანებს, ვინც ცხოველებს ადამიანების სახელებით მიმართავენ.

კითხვა: დღეს ძალიან შემოვიდა მოდაში სახლში ძაღლის ყოლა. როგორც გავიგე, ძაღლის ყოფნა დევნის სულიწმიდას, რამდენად შეეფერება ეს სინამდვილეს?

პასუხი: ამ საკითხისადმი ასეთი მიდგომა არასწორია. ძაღლი ღვთის შექმნილია ადამიანის მეგობრად და დარაჯად და მას თავისი კეთილი როლი აქვს ამ სამყაროში. რა თქმა უნდა, როგორც სხვა ცხოველის, ასევე, არც ძაღლის ყოფნა არ შეიძლება საეკლესიო სიწმიდეებთან ახლოს. ხოლო, რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, საერთოდ, სულიწმიდის გამოდევნა არაფერს შეუძლია, რადგან ყოველივე მისი შექმნილია და ის ყველგან არის. მას თვითონ ადამიანი შორდება საკუთარი სურვილით, მაშინ, როდესაც ბოროტის სიახლოვეს ირჩევს. ზოგადად, სჯობს, ძაღლმა ეზოში იცხოვროს.

კითხვა: ამბობენ, ბავშვი რომელ დღესაც დაიბადება, იმ დღეს მისი დაბანა არ შეიძლებაო. ეს მართალია?

პასუხი: ეს, რა თქმა უნდა, ცრურწმენაა. ნუ მიაქცევთ ყურადღებას მსგავს მოსაზრებებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა