რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№35

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 07.09

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: რა შეგვიძლია გავაკეთოთ ურწმუნო ადამიანისთვის?

პასუხი: თქვენ უნდა ილოცოთ მისთვის, რათა გაუნათოს უფალმა გონება და დაადგეს ჭეშმარიტების გზას. არამც და არამც არ შეხვიდეთ კონფლიქტში ამის გამო მასთან, იყავით მშვიდი და სანიმუშო ქრისტიანი.

კითხვა: აუცილებელია თუ არა ეკლესიაში სურათის გადაღებისას მოძღვრისგან ავიღოთ კურთხევა.

პასუხი: დიახ, როდესაც ეკლესიაში ფოტოს იღებთ, კურთხევა (ნებართვა) მოძღვრისგან უნდა აიღოთ.

კითხვა: როგორ უნდა მივიღოთ ჩვენთვის გაღებული სიკეთე, მოწყალება?

პასუხი: მოწყალება უნდა მივიღოთ შიშით, იმიტომ რომ საშინელ სამსჯავროზე პასუხს ვაგებთ მიღებული წყალობისთვის, რომელიც სამაგიერო სიკეთით არ გადაგვიხდია. უნდა ვილოცოთ მწყალობელთათვის, რათა ცოდვაში არ ჩაგვეთვალოს მათგან მიღებული მოწყალება. მორწმუნე ბერები ყოველგვარ დახმარებაზე თავადაც დახმარებითვე პასუხობდნენ, ან საჩუქრით.

კითხვა: როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა გვიჭირს?

პასუხი: ასეთ დროს, უპირველესად, უნდა ვილოცოთ უფლის მიმართ, რათა მან გვაპოვნინოს გამოსავალი. ასევე, უნდა ვიკითხოთ წმინდა წერილი და წმინდა მამათა წიგნები – იქ აუცილებლად ამოვიკითხავთ ისეთ ამბავს, რაც გამოსავლის მოძებნაში დაგვეხმარება. გარდა ამისა, ასეთ დროს ადამიანი უნდა მივიდეს ეკლესიაში მოძღვართან, თქვას აღსარება და რჩევა მიიღოს სულიერი მოძღვრისგან.

კითხვა: რა ახარებს უფალს ჩვენი საქციელიდან?

პასუხი: ამ კითხვაზე გიპასუხებთ არქიმანდრიტ თეოფანეს ჩანაწერებიდან: უფლის გულის მოგება შესაძლებელია ადამიანებთან ალერსიანი მოპყრობით, განრისხებულის დაცხრომით, უკეთურ საგნებზე მზერის არიდებით, ბილწი აზრების უკუგდებით, ლოცვისთვის საკუთარი თავის ძალდატანებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა