რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№34

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 31.08

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: აუცილებელია თუ არა სახლში გვქონდეს ნაკურთხი წყალი და როგორ შევინახოთ ის?

პასუხი: ნაკურთხი წყალი ყველა ქრისტიანულ ოჯახში უნდა ინახებოდეს. ის გამოიყნება დასალევად და სახლში მოსასხურებლად. მისი მოსხურება შეგვიძლია პროდუქტზეც, რომელსაც შინ მივიტანთ. ნაკურთხი წყალი უნდა მოვათავსოთ საგანგებოდ მისთვის გამოყოფილ ჭურჭელში და მის დასალევად უნდა იყოს განკუთვნილი პატარა ჭიქა. სასურველია, ნაკურთხი წყალი დალიოთ ყოველ დილით, უზმოზე, ლოცვის შემდეგ. ასევე, ყოველთვის მიიღეთ ავადმყოფობისას.

კითხვა: როგორ უყურებს ეკლესია ურწმუნო ადამიანის შესვლას ქრისტიანულ ტაძარში?

პასუხი: იესოსთან მიწიერ ცხოვრებაში უამრავი ურწმუნო ადამიანი მიდიოდა, რჩევას სთხოვდა და კურნებას იღებდა. ტაძარი უფლის სხეულია და იქ ყველას შეუძლია შესვლა. ყოველ ადამიანს უნდა მიეცეს ქრისტესთან მიახლოების შესაძლებლობა, რომ მისი სიდიადე შეიცნოს. მართლმადიდებლურ ტაძრებში ურწმუნოები მოძღვართა საუბრებს ისმენენ. შესაძლოა, ამის შედეგად ისინი ჭეშმარიტების გზას დაადგნენ და მოინათლონ ქრისტიანულად. ამის მაგალითიც ბევრია. თუმცა, ურწმუნოებს ეკრძალებათ საეკლესიო წესებში მონაწილეობა და ტაძარში ყოფნისას მოეთხოვებათ მოკრძალება და პატივისცემა ეკლესიისა და მისი მსახურების მიმართ.

კითხვა: თუ შეიძლება, გვესაუბრეთ მეორედ მოსვლის წინა პირობების შესახებ.

პასუხი: მეორედ მოსვლის წინაპირობების შესახებ ბიბლიაში ბევრი ნიშანია აღწერილი, რომლებიც ჩვენ თვალწინ ნაწილ-ნაწილ ხორციელდება. ასეთია ომები, მიწისძვრები, ქარიშხლები, წყალდიდობები, ადამიანთა დაუნდობლობა, მკვლელობების გამრავლება, სატანური სექტების მოღვაწეობა. მეორედ მოსვლის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა ანტიქრისტეს გამოჩენა, რომელიც შეეცდება, ხალხი ცრუ ბიბლიით აცდუნოს (ეს მოვლენები კარგად არის აღწერილი მარკოზის სახარებაში). მხოლოდ ის არ ცდუნდება, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს და ჭეშმარიტად უყვარს უფალი. მიუხედავად იმისა, რომ მეორედ მოსვლის ბევრი წინაპირობა დღეს უკვე სახეზეა, მაინც უცნობია, როდის იქნება ჭეშმარიტად უფლის მოსვლა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა