რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№26

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 06.07

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: რომელი წმიდანი მიიჩნევა ჩვენს მფარველად და რომელი სახელით უნდა მოვიხსენიოთ ის მფარველი წმიდანისადმი აღვლენილ ლოცვაში?

პასუხი: ამ ლოცვაში მოიხსენიება წმიდანი, რომლის სახელიც გქვიათ. თქვენ მფარველი წმიდანი გყავთ მაშინაც, თუ არ ატარებთ რომელიმე ცნობილი მოწამის ფართოდ გავრცელებულ სახელს – ნებისმიერი ქართული ქრისტიანული სახელი განწმენდილია იმ 100 ათას ქართველ მოწამეთა სისხლით, რომელიც ჯალალედინმა ქრისტიანობის ერთგულების გამო თბილისში ამოხოცა. ასე რომ, მფარველი წმიდანის მოხსენიებისას უნდა წარმოთქვათ საკუთარი სახელი და ასე შესთხოვოთ მფარველობა იმ წმიდანს, ვის სახელსაც ატარებთ. იმ გამონაკლისის შემთხვევაში, როდესაც ადამიანს არაქრისტიანული სახელი ჰქვია, ნათლობისას მოძღვარი შეურჩევს ეკლესიურ სახელს.

კითხვა: ხშირად, როდესაც ადამიანი ცუდ, უკეთურ საქციელს სჩადის, ვერაფრით არწმუნებ მისი საქციელის უკეთურებაში. მას ხან გულწრფელადაც კი სჯერა, რომ ცუდს არაფერს აკეთებს. რატომ არის ძნელი საკუთარი ცოდვების დანახვა?

პასუხი: ადამიანის ბუნება დასაბამიდან დამძიმდა ცოდვით და შემდგომაც თანდათანობით ხდებოდა ცოდვათა დაგროვება. ამიტომაც არის, რომ ადამიანი დაბადებიდან ადვილად მიიდრიკება ცოდვისკენ. თუმცა ის ამ თანდაყოლილ თუ შეძენილ ცოდვებს თანდათან დაშორდება, თუკი უფალთან მიახლოებას დაიწყებს, შეუდგება ეკლესიურ ცხოვრებას და მაცხოვრის თვალით შეხედავს საკუთარ თავს. სხვა შემთხვევაში ხდება ცოდვების გათავისება, ადამიანი ვერ ამჩნევს ან უჭირს გაცნობიერება, რომ ცოდვებშია ჩაფლული. უფალი ყველას აძლევს საშუალებას, მოინანიონ და განწმენდილი სულით წარდგნენ მასთან.

კითხვა: ერთგან ამოვიკითხე, რომ ყველაზე რთული საქმე ქრისტიანობისთვის არის ლოცვა. რატომ არის ლოცვა რთული?

პასუხი: იმიტომ, რომ ბოროტ ძალას ყველაზე მეტად ლოცვის ეშინია და ყველანაირად ცდილობს, ხელი შეუშალოს მლოცველს. ბოროტი ძალები ცდილობენ, ყოველმხრივ აცდუნონ და ყურადღება გადაუტანონ მლოცველ ადამიანს. ამიტომ არის რთული ისეთი ლოცვა, როგორიც უფალს ესათნოება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

2–8 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული