რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№23

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 15.06

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: რა ძალები მოქმედებენ ადამიანზე მაცდუნებლად, როდესაც ის ლოცულობს?

პასუხი: აი, რას წერს ამის თაობაზე წმიდა მამა იოანე კრონშტადტელი: „ლოცვის დროს და მის გარეშეც უსხეულო მტრები შთააგონებენ ადამიანს ბილწ, ვერაგ, საგმობელ აზრებს; სულსა და სხეულს მცონარობისთვის განაწყობენ, მოჰგვრიან თვლემას, მთქნარებას, აიძულებენ, შეღავათი მისცენ სხეულს – უდროო დროს ჩამოჯდომით, კედელზე მიყუდებით და ასე შემდეგ“.

კითხვა: შეიძლება თუ არა ლოცვის შემოკლება?

პასუხი: ლოცვის კანონის აღსრულების დამაბრკოლებელი ვითარებანი ბევრგვარია: უძლურება, ფიზიკური გადაღლა, შემთხვევითი სტუმარი, მგზავრობის უხერხულობა და სხვა, რასაც ანგარიში უნდა გაეწიოს. ასეთ დროს ლოცვის კანონი შეგნებულად უნდა შეიკვეცოს სათანადო დრომდე. იმავდროულად, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ საკუთარ თავს არ მივცეთ გადამეტებული შეღავათი, რათა ამან შემდეგ არ გამოიწვიოს სინდისის ქენჯნა, რომ მეტის გაკეთება შეგვეძლო და არ გავაკეთეთ.

კითხვა: თუ შეიძლება, მიპასუხეთ, მტკივნეულია თუ არა სულისა და სხეულის გაყრა?

პასუხი: ეს დანამდვილებით არავინ იცის. თუ ადამიანს რწმენა აქვს, როგორც დედის ტკივილი იცვლება უდიდესი სიხარულით ჩვილის დაბადების შემდეგ, ისე შეიცვლება ადამიანის სხეულთან გაყრის ტკივილიც სასუფეველში მოხვედრის შემდეგ – იქ ხომ სამუდამო სიცოცხლეა. თუ ვიცხოვრებთ რწმენით, თუ ამქვეყნიური სიკეთის ქმნით მარადიული ცხოვრებისთვის მოვემზადებით, ამ ქვეყნიდან წასვლის წუხილიც სამუდამო სიხარულით შეიცვლება. გაიხსენეთ, თუნდაც, წმიდანები, რომლებიც ღვთის რწმენით იმდენად იყვნენ სავსენი, რომ სხეულის სულთან გაყრისას სახეზე სიხარული ეწერათ – უფალი იყო მათთან! უფალი ჩვენთანაც იქნება გარდაცვალების დროს. ყველამ ვიცით, რომ გარდაცვალების წინ ადამიანები ხედავენ იმ სანახებს, რაც იმქვეყნიურ ცხოვრებაში დახვდებათ. ამით ღმერთი ადამიანს წინასწარ აჩვევს და აჩვენებს იმ სამყაროს, საითკენაც მიდის და მარადიულ ცხოვრებაში გადასვლის გზას უადვილებს.

კითხვა: შეიძლება თუ არა, ადამიანმა თავისი ნებით იტვირთოს სხვისი ცოდვები?

პასუხი: თუნდაც ნებაყოფლობით სხვისი ცოდვების ტვირთვა არცერთ ადამიანს არ შეუძლია. ეს მხოლოდ ერთს შეეძლო, უფალს ჩვენსას, იესო ქრისტეს, რომელმაც იტვირთა ადამიანების ცოდვები, ყოველი მოკვდავი პასუხს აგებს მხოლოდ საკუთარი ცოდვებისთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

17-23 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი