რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№22

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 08.06

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: რამდენად მძიმე ცოდვაა სხვისი დაცინვა?

პასუხი: წმიდა მოციქულთა კანონებში პირდაპირ არის ნათქვამი: „თუ რომელიმე სასულიერო პირმა დასცინოს კოჭლს, ყრუს, ბრმას, ფეხებდაწყლულებულს, უზიარებლობით დაისაჯოს, ასევე, ერისკაციც“.

კითხვა: თუ შეიძლება, განგვიმარტეთ, არსებობს თუ არა საგანგებო ლოცვები, რათა ადამიანი ჰომოსექსუალობის ცოდვიდან გამოვიდეს? ან საერთოდ როგორ უნდა დააღწიოს მან თავი ამ მძიმე ცოდვს?

პასუხი: ჰომოსექსუალიზმი მართლაც უდიდესი ცოდვაა. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი ისეთი ფიზიკური ნაკლით იბადება, რომელიც ამ ცოდვაში ჩავარდნას უწყობს ხელს, მაგრამ ძირითადად, ასეთ ცოდვაში სულის დაჭუჭყიანებით, მიმბაძველობით ვარდებიან. ორივე შემთხვევაში ადამიანს მოეძებნება ძალა, რომ ამ ცოდვიდან გამოვიდეს. ამ ცოდვისგან თავის დასაღწევი საგანგებო ლოცვები არ არსებობს. თუმცა, რომც არსებობდეს, დამოუკიდებლად, მოძღვრის გარეშე ამ ცოდვიდან გამოსვლა მაინც ძალიან ძნელი იქნება. ამიტომ, ასეთ ადამიანს უნდა ვურჩიოთ, რომ უპირველესად მიმართოს მოძღვარს, რომელიც განსჯისა და განკითხვის გარეშე მოისმენს მის აღსარებას. სწორედ მოძღვართან ურთიერთობით, მრავალჯერ აღსარებითა და მტკიცე სულიერი ნებით დაიძლევა ეს მძიმე ცოდვა. მოძღვარი ამ ცოდვით შეპყრობილ სულიერ შვილს თვითონვე შეურჩევს ლოცვებსაც და ცხოვრების წესის შეცვლაშიც დაეხმარება.

კითხვა: ცოდვა, რომელიც აღსარებაში მოვინანიე და აღარც ჩამიდენია, მაინც არ მასვენებს და მაწუხებს. როგორ გავთავისუფლდე ამისგან?

პასუხი: იმაზე უნდა იფიქროთ, რომ უფალი კაცთმოყვარეა და ყოველივეს მიუტევებს, რაც გულწრფელად არის მონანიებული. ასევე, დაფიქრდით იმის შესახებ, გულწრფელი იყო თუ არა თქვენი სინანული, რადგან თუ სინანული გულწრფელია, მას აუცილებლად ჩაენაცვლება იმედი, რომ ამ ცოდვისგან ნამდვილად თავისუფალი ხართ. ეს სულიერად ახალ დაბადებას ნიშნავს. თუ ეს ასე არ არის და უიმედობაში ჩავარდებით, ეს უკვე ახალი, ურწმუნოების, სასოწარკვეთის ცოდვაა. აქედან გამომდინარე, თქვენ სჩადიხართ ამპარტავნების ცოდვას, რადგან კაცთმოყვარე უფლის მიტევებაზე მაღლა აყენებთ თქვენს ადამიანურ განწყობებს. ამიტომ მოინანიეთ ეს ცოდვები და სთხოვეთ უფალს, გათავისუფლდეთ ამ სიმძიმისგან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

16-22 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა