რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№21

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 01.06

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: გთხოვთ მიპასუხოთ, რომელი ლოცვა წავიკითხო ჩემი სამშობლოსა და ხალხისთვის?

პასუხი: ქვეყნისა და ხალხისთვის უფლის მიმართ სავედრებლად უნდა წაიკითხოთ დილისა და საღამოს ლოცვები და „ფსალმუნნი“. ზოგადად, დილის ლოცვებს უფრო დიდი მადლი და დატვირთვა აქვს, ვიდრე გვგონია. ყოველდღიურად უძლურნი ვართ, დავეხმაროთ და სიკეთე გავუკეთოთ ყველას, ვისთვისაც დახმარება გვინდა, სამაგიეროდ, ამ ადამიანებს ლოცვებში მოვიხსენიებთ და უფალს ვევედრებით მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, ხელის მომართვისთვის. ილოცეთ თქვენი სამშობლოსა და ხალხისთვის, ამით ქვეყანას დიდ სიკეთეს მოუტანთ.

კითხვა: ჩემმა შვილმა სადღაც ამოიკითხა, რომ არ არსებობს ცოდვა, რომელსაც მონანიების შემთხვევაში უფალი არ აპატიებს. ისიც სჩადის ერთსა და იმავე ცოდვებს და სულ მპასუხობს – მოვინანიებ და უფალი შემინდობსო. როგორ შევაგონო, რომ ეს არასწორი დამოკიდებულებაა?

პასუხი: თქვენს შვილს უნდა აუხსნათ, რომ აღსარებისას ჭეშმარიტად მიტევებულად მხოლოდ ის სინანული მიიჩნევა, რომელიც ადამიანს ჩადენილ ცოდვას აღარ გაამეორებინებს, რომ მონანიების არსი არის ცოდვის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების შეცვლა, ბრძოლა მის სრულ აღმოფხვრამდე.

კითხვა: მე და ჩემი მეგობარი ვაჟი თანაცხოვრებას ვეწევით ჯვარდაუწერლად. მიგვაჩნია, რომ ეს არ არის აუცილებელი ჩვენი სიყვარულისთვის. ხომ არაფერს ვაშავებთ ამით?

პასუხი: რა თქმა უნდა, აშავებთ – ჯვრისწერის საიდუმლოს გარეშე თქვენი ხორციელი ცხოვრება არის სიძვა. პავლე მოციქული შეგვაგონებს, რომ მეძავნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს.

კითხვა: ყველა ლოცვა ფეხზე მდგომებმა უნდა წავიკითხოთ?

პასუხი: ფეხზე მდგომარედ იკითხება „დაუჯდომელი“ ლოცვები. მაგალითად, „ფსალმუნები“ შეგიძლიათ, დამჯდარმაც წაიკითხოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

24-30 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული