რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№19

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 18.05

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: ყოველთვის სარწმუნოა თუ არა სინდისის ხმა?

პასუხი: აუცილებლად უნდა მოუსმინოთ სინდისის ხმას, რადგან ამ ხმით მოგმართავთ თქვენი მფარველი ანგელოზი, თუმცა ეს ხმა რომ მართებულად აღვიქვათ, ის უნდა შევუთანადოთ უფლის სიტყვას.

კითხვა: როგორ უყურებს ეკლესია ურწმუნო ადამიანის შესვლას ქრისტიანულ ტაძარში?

პასუხი: მიწიერ ცხოვრებაში ქრისტესთან უამრავი ურწმუნო ადამიანი მიდიოდა, დახმარებას სთხოვდა, ხელით ეხებოდა და კურნებას იღებდა. ტაძარი უფლის სხეულია და რატომ არ უნდა შევიდეს იქ ურწმუნო?! ყველა ადამიანს უნდა მიეცეს ქრისტესთან მიახლოების უფლება, რათა უფლის სიდიადე შეიმეცნოს. მართლმადიდებლურ ტაძრებში ურწმუნოები მოძღვრების საუბრებს ისმენენ, თუმცა მათ ეკრძალებათ საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობა და ტაძარში ყოფნისას მოეთხოვებათ მოკრძალება და პატივისცემა ეკლესიისა და მისი მსახურების მიმართ.

კითხვა: აღდგომის სადღესასწაულო დღეებში არსებობს ერთმანეთისთვის წითელი კვერცხების გაცვლის ტრადიცია. რა სიმბოლოს განასახიერებს წითელი კვერცხი?

პასუხი: სააღდგომო კვერცხში განსახიერებულია უფლის სიკვდილი და აღდგომა – ორი მოვლენა, რომლებიც წმიდა აღდგომის დღესასწაულზე მოიხსენიება. როგორც კვერცხის უსიცოცხლო ნაჭუჭიდან გამოდის სიცოცხლე, რაც მანამდე დაფარული იყო, ასევე დახურული და დაბეჭდილი სამარხიდან აღდგა მაცხოვარი და აღდგებიან გარდაცვლილნი მარადიული ცხოვრებისთვის. ეს მარადიული ცხოვრება ადამიანებს მოუტანა მაცხოვარმა საკუთარი სისხლით, რასაც კვერცხის წითელი შეფერილობა გამოხატავს. ამრიგად, როდესაც მართლმადიდებელი ქრისტიანები ერთმანეთს წითელ კვერცხებს უცვლიან, ამით ღვთაებრივი რწმენის უმთავრეს დოგმატს შეახსენებენ და განმტკიცდებიან რწმენაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული