რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№10

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 16.03

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: რატომ დაუშვა უფალმა ანგელოზის გაამპარტავნება და მაინტერესებს, რა ქმედებით გამოხატა ეს ცოდვა ანგელოზმა?

პასუხი: ღმერთმა ანგელოზებს მისცა თავისუფალი ნება, ხოლო თავისუფალი ნება ცოდვის შესაძლებლობასაც გულისხმობს, როგორც თავისუფალი ნების ბოროტად გამოყენებას. ანგელოზებსა და ადამიანებს თავისუფალი ნება რომ არ ჰქონდეთ, ისინი პიროვნებები კი არა, საგნები იქნებოდნენ. ხოლო ცოდვილი ანგელოზი იმით დაეცა, რომ მოიხიბლა საკუთარი სილამაზით და სიამაყის გამო თავისი თავი ღმერთს დაუპირისპირა. ანუ ის სიყვარულით იყო უფალთან შეერთებული, შემდეგ კი საკუთარი თავის სიყვარულით განეშორა უფალს.

კითხვა: როდის არის ლოცვისთვის საუკეთესო დრო?

პასუხი: როგორც წმინდა თეოფანე დაყუდებული ამბობს: „ღამე ყველაზე უკეთესი დროა ლოცვისთვის – განსაკუთრებით შუაღამე“. წმინდა იოანე ოქროპირის გადმოცემით კი, უფალი განსაკუთრებულ წყალობას გამოიმეტებს ღამეული მლოცველებისთვის.

კითხვა: მაშინვე უნდა მოვინანიოთ ჩადენილი ცოდვები თუ მარხვას დაველოდოთ?

პასუხი: ჩადენილი ცოდვა მაშინვე უნდა მოინანიოთ. ნუ დაუცდით მარხვას, თქვით აღსარება, ცოდვას სულში დიდხანს ნუ გაიჩერებთ. მონანიების გადადებით ადამიანს უფლის მადლი წაერთმევა და ერთ ცოდვას შემდეგ მეორე მოჰყვება.

კითხვა: ცნობილია, რომ თვითმკვლელისთვის ეკლესია არ ლოცულობს, არც წესს უგებს და არც პანაშვიდის გადახდაა შესაძლებელი. მაგრამ მისი ცოდვილი სული ხომ შველას ითხოვს, ნუთუ ზურგი უნდა ვაქციოთ და არ დავეხმაროთ ჩვენს გარდაცვლილ საყვარელ ადამიანებს?

პასუხი: თვითმკვლელობაში ცალკე გამოიყოფა რიგი შემთხვევებისა. თვითმკვლელის ფსიქიკური ავადმყოფობის დროს ეკლესია უშვებს წესის აგებას, მაგრამ როდესაც ადამიანი საღი გონებით უარყოფს ღვთის არსებობას, კარგავს სარწმუნოებას და სასოებას, თავს იკლავს სასოწარკვეთილების გამო, მასზე არ სრულდება სათანადო სამღვდელო ქმედება. ადამიანის ცხონება და გადარჩენა ხდება თვით ამ ადამიანის მონაწილეობით. წმინდა მამები გვასწავლიან, რომ უფალი ვერ აცხონებს, თუ ადამიანი თვითონ ეწინააღმდეგება საკუთარი სულის ცხონებას, ასეთ დროს მხოლოდ მოწყალების გაღება შეგიძლიათ მის სახელზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი