რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№7

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 24.02

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: როგორ გავარკვიოთ, მართლმადიდებლურია თუ არა ესა თუ ის ხატი და რომელი წმიდანების ხატები უნდა ვიქონიოთ სახლში?

პასუხი: უძველესი დროიდან ხატები იქმნებოდა ხატმწერთა მიერ, რომელთაგან მრავალი ბერი იყო. ხატის შექმნამდე ხატმწერი ბევრს ლოცულობდა და მარხულობდა, ამიტომ მრავალი უძველესი ხატი სასწაულმოქმედი იყო. დღეისთვის ხატებზე დიდი მოთხოვნილებისა და ასევე, მხატვრის მიერ შესრულებული ხატების სიძვირის გამო, ეკლესიის მიერ დაშვებულია ლითოგრაფიული გამოსახულებანიც. მაგრამ მიუხედავად იმისა, თუ რა ხერხებით იქნება შესრულებული ხატები, მათ კრძალვით უნდა მოვეპყრათ. უმჯობესია ხატების შეძენა მონასტრებსა და ტაძრებში, რათა არ შეგეშალოთ და მაღაზიაში არამართლმადიდებლური ხატი არ იყიდოთ. ხოლო თუ უკურთხებელს შეიძენთ, აუცილებლად უნდა აკურთხებინოთ. თუ თქვენ მიერ შეძენილი ან საჩუქრად მიღებული ხატი მართლმადიდებლური კანონიკის მხრივ რაიმე ეჭვს იწვევს თქვენში, მის შესახებ აუცილებლად უნდა დაეკითხოთ მღვდელმსახურთ. მორწმუნეებს, როგორც წესი, სახლში აქვთ მაცხოვრის, ღვთისმშობლის, წმიდა გიორგის, წმიდა ნიკოლოზის, თავიანთი მოსახელე წმიდანების ხატები. რაოდენობრივად არავინ გზღუდავთ, შეგიძლიათ, იქონიოთ იმდენი ხატი, რამდენიც გნებავთ. თუ ხატი უსარგებლო გახდა (დაიკარგა გამოსახულება, გაფერმკრთალდა, დაზიანდა), ის უნდა დაიწვას ან სუფთა ადგილას დაიფლას.

კითხვა: რა ახარებს უფალს ჩვენი საქციელიდან?

პასუხი: უფალს ესათნოება, თუკი თქვენ ადამიანებს ალერსიანად მოეპყრობით, განრისხებულს დააწყნარებთ, უკეთურ საგნებს მზერას აარიდებთ, ბილწ აზრებს უკუაგდებთ, თავს დააძალებთ, რომ ილოცოთ.

კითხვა: რა და რა საიდუმლოებები შედის ქრისტეს ეკლესიის შვიდ საიდუმლოში?

პასუხი: წმიდა მართლმადიდებლური სარწმუნოება იცნობს შვიდ საიდუმლოს, ესენია: ნათლისღება, მირონცხება, სინანული (აღსარება), ზიარება, ქორწინება, მღვდლობა და ზეთისცხება.

კითხვა: რატომ ითვლება აზარტული თამაშები ცოდვად?

პასუხი: აზარტული თამაშები საკმაოდ მძიმე ცოდვაა, რადგან მის გზაზე შემდგარი ადამიანი კარგავს უმთავრეს საუნჯეს – რაც არის მისი ნების თავისუფლება და ემონება აზარტის ვნებას. როგორც წესი, თამაშის შემდეგ მოგებული მხოლოდ ბოროტი ძალაა, რომელიც ადამიანს სულიერად და მატერიალურად ფიტავს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული