რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№42

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 28.10

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: რა განსხვავებაა ცოდვასა და ვნებას შორის?

პასუხი: ცოდვა და ვნება ერთმანეთისგან განსხვავდება. ვნებებია: გაღიზიანება, პატივმოყვარეობა, სიტკბოსმოყვარეობა, სიძულვილი, ქედმაღლობა და სხვა. ცოდვაა თვით ამ ვნებათა ზემოქმედება ჩვენზე, როდესაც ვინმე მათ აღასრულებს საქმით, ხორციელად აკეთებს იმას, რისკენაც უბიძგებს მას ვნებები. ვნება შეიძლება, გქონდეს, მაგრამ არ იმოქმედო მისი კარნახით.

კითხვა: როგორ უნდა ჩავუნერგოთ ბავშვს უფლის მიმართ მოწიწება და სიყვარული?

პასუხი: ბავშვმა მცირე ასაკიდანვე უნდა ისწავლოს მუხლის მოდრეკა წმინდა ჯვრისა და ხატების წინაშე, მათზე მთხვევა. ის ხშირად უნდა ესწრებოდეს მღვდელმსახურებას ტაძარში. უფროსებმა უნდა დაანთებინონ სანთლები ხატების წინ. ბავშვი ხშირად უნდა ეზიარებოდეს ქრისტეს სისხლსა და ხორცს. უნდა მიაღებინოთ სეფისკვერი და ნაკურთხი წყალი საზრდელის მიღებამდე. შეასწავლეთ მათ ლოცვები. მღვდელმსახურთან შეხვედრისას, ასწავლეთ მისგან ლოცვა-კურთხევის აღება. მიაჩვიეთ ბავშვი ოჯახში გალობასა და წმინდა წერილის კითხვას. მიაჩვიეთ ასევე, ტკბილეული და თვით პურის ნაჭერიც კი გაუყოს დებს, ძმებს და სხვებს.

კითხვა: ნათლობის საიდუმლოს შესრულების შემდეგ რა ემატება სულიერების თვალსაზრისით ახლად მონათლულს?

პასუხი: უპირველესად ხდება მისი გამართლება, ნათლობამდე ჩადენილი ყველა ნებაყოფლობითი ცოდვის მიტევება („თითოეულმა თქვენგანმა ნათელ იღოს უფლის, იესო ქრისტეს სახელი ცოდვათა მისატევებლად“). ადამიანი იშვება ახალი, სულიერი, ქრისტიანული ცხოვრებისთვის. იესო ქრისტე ნათლობას ხელახლა დაბადებად მიიჩნევს. მონათლული ქრისტეს ეკლასიას და ამასთანავე, სასოებას უკავშირდება („ვინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არა და განიკითხება“).

კითხვა: როდესაც ახლობელი ბოროტებას სჩადის, მაგრამ არ მინდა, მასთან კონფლიქტში შევიდე და თვალს ვხუჭავ ამაზე. ეს ცოდვად ჩამეთვლება?

პასუხი: ახლობლებთან მშვიდობის დამყარების ვალდებულება არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დავეთანხმოთ მათ ავ ზრახვებს, აზრებსა და ქმედებებს. ასეთი თანხმობა დიდი ცოდვა იქნება. პირიქით, არ უნდა დავეთანხმოთ მანკიერი ადამიანების ავ ზრახვებსა და აზრებს. ეს არის ქრისტიანის აუცილებელი მოვალეობა.

კითხვა: ადამიანის რომელი საქციელი ახარებს უფალს?

პასუხი: წმინდა მამათა გადმოცემით, უფლის გული მოიგება ადამიანებისადმი ალერსიანი მოპყრობით, განრისხებულის დაცხრომით, უკეთური საგნებისგან თვალის არიდებით, ბილწი აზრების უკუგდებით, ლოცვისთვის საკუთარი თავის ძალდატანებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

27 ნოემბერი- 3 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი