მევახშეობის და ფუფუნების შესახებ
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 19.05

ხარბი მევახშე ისეთ ღრუბელს ჰგავს, რომელიც იმ წყლით ივსება, რაც მისგან უნდა გამოწურონ.
* * *
ისე არავინ აზიანებს საზოგადოებას, როგორც მევახშეები. მათ მიერ საზოგადოება უფრო მეტად კვნესის, ოხრავს და უძლურდება, ვიდრე უცხოტომელი მტრებისგან!
* * *
კურდღლებზე ამბობენ, რომ ისინი ერთდროულად შობენ, კვებავენ და ამავე დროს ჩაისახავენ კიდეც შვილებს. მევახშეებსაც ფული ერთსა და იმავე დროს ვალადაც მიეცემათ, უჩნდებათ და უმრავლდებათ კიდეც.
* * *
თესლი ნაყოფს თავიდანვე არ გვაძლევს და ცხოველებიც მხოლოდ დროის განმავლობაში ხდებიან მოწიფულნი, მევახშე კი რა დღესაც იშვება, იმავე დღეს იწყებს გამრავლებას.
* * *
მევახშე უბადრუკ ცხოვრებას ეწევა, ყოველთვის შიშსა და მწუხარებაშია; შიშში – იმის გამო, რაც აქვს, მწუხარებაში კი – იმის გამო, რაც ჯერ არ გააჩნია.
* * *
მევახშეები ყველგან მიიღებენ თავიანთ სასჯელს: ამ ცხოვრებაში, სიკვდილის ჟამსაც და სიკვდილის შემდეგაც.
* * *
ძუნწი უსასრულოდ კრებს, დარდიმანდი კი ბოლომდე გაანიავებს.
* * *
ფუფუნებაში მცხოვრები მდიდრები ღარიბებზე ღატაკნი არიან.
* * *
ბევრი ადამიანი ზედმეტ ქონებად იმიტომ არ თვლის რაიმეს, რომ ყველაფერი, რაც აქვს, ზედმეტია.
* * *
ერთი ლხინს აწყობს მთელი ქვეყნისთვის, შემდეგ ლამის მთელი ქვეყანა გადათელოს.
* * *
ერთი ითმენს ნაკლოვანებას სიბერეში, ვინაიდან ახალგაზრდობაში საკმარისად არ მოაგროვა ან შეძენილი ქონება გაფლანგა. „შენ ცუდად სადილობ იმიტომ, რომ მეტისმეტად კარგად ისაუზმე“, – თქვა ერთმა ძველმა ბრძენმა.
* * *
ყოველივე იმის შორისაც, რაც გვჭირდება, უნდა გქონდეს აუცილებელი და არა ზედმეტი!
* * *
თუ ზედმეტს ყიდულობ, მალე საჭიროსაც გაყიდი.
* * *
მიატოვე არა მხოლოდ ამაო საზრუნავი ზედმეტისათვის, არამედ საჭიროსთვის ზედმეტი ზრუნვა!
* * *
ნუ გამოძღები პურით და არც ღვინო მოგინდება!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან