რელიგია

მემთვრალეობის ცოდვის შესახებ

№2

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 20.01, 2023 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

წმიდა იოანე ოქროპირი:

ღვინო კი არ არის დამნაშავე, დამნაშავეა ის, ვინც არ იცის ღვინოში ზღვარი.

სმა კი არაა აკრძალული, არამედ - თრობა!

წმიდა ტიხონ ზადონელი:

თუკი ადამიანი ეშმაკის გავლენის ქვეშ არის ხოლმე, მაშინ ეს განსაკუთრებით სიმთვრალისასაა. არავინ ისეთი თავაზიანი არაა ეშმაკთან, როგორც - მთვრალი, რადგან არავინ ისე არ აღასრულებს მის ნებას, როგორც - ლოთი!

რასაც ფხიზელი არ გააკეთებს, მთვრალი გაბედავს.

არ დატკბე ღვინით და ვერ მოგატყუებს ხორცი.

წმიდა ბასილი დიდი:

პირუტყვიც კი არ სვამს საჭიროზე მეტს, არ ვარდება ისეთ მდგომარეობაში, რომ ვერ შეძლოს სიარული, არ ეცემა მიწაზე, არ ეჯახება ხეებს, არ კარგავენ გზას. ეს ყველაფერი კი ლოთებს ემართებათ მას შემდეგ, რაც დათვრებიან. ვინ არ ითაკილებს ამ ზადს, რომელიც პირუტყვზე დაბლა აყენებს მის მიერ დაპყრობილ ადამიანს?

უფლის სიტყვა უშვებს ზარმაცებს ჭიანჭველებთან, რათა მათ შრომისმოყვარეობა ასწავლონ: ლოთი კი უნდა გაიგზავნოს პირუტყვთან, რათა თავშეკავება ასწავლონ.

როდესაც ეკლესია არიგებს ცოდვილს, იგი მიუთითებს იესო ქრისტესა დაა წმიდანების მაგალითს, ხოლო, როდესაც საქმე თავშეუკავებელ ადამიანს ეხება, მაშინ მას საქონლის მაგალითი უნდა შესთავაზო; რა სირცხვილია!

მთვრალი, უყურებს რა ყველას თვალებში, ვერ ხედავს იმასაც კი, რაზეც ფეხი უდგას.

კვამლი შორს დევნის ფუტკარს, ხოლო უზომო სმა განაგდებს სულიერ მადლს.

მთვრალ ადამიანს წესიერ ოჯახშიც კი არ უშვებენ, არათუ - ცათა სასუფეველში.

არ გამოიყენო უზომოდ არა მარტო ღვინო, არამედ, თუ შესაძლებელია - წყალიც კი!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი