გონიერების შესახებ
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 10.03

საკუთარი სული გონივრულად უნდა მართო!
* * *
ნეტარი საქმეა, ყველაფერი გონივრულად აასრულო.
* * *
ყველა სათნოებაზე აღმატებული გონიერებაა.
* * *
რაც არის სინათლე ხილულ ბუნებაში, ანდა მარილი – საჭმლისთვის, იგივეა გონიერება ადამიანურ საქმეებში ან, ზოგადად რომ ვთქვათ, დროებით ცხოვრებაში.
* * *
გემი მესაჭის გარეშე იღუპება, ასევე იღუპება ჩვენი ცხოვრებაც, თუ გონიერებით არ ვმართავთ!
* * *
გონიერების გარეშე ღვთისთვის ისიც კი არ არის სათნო, რაც სიკეთედ გვეჩვენება.
* * *
არიან ადამიანები, რომლებმაც საკუთარი სხეული მოსაგრეობით მოაუძლურეს, მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც გაშორდნენ ღმერთს, რადგან მათ გონიერება არ ჰქონდათ.
* * *
არასოდეს არ უნდა დაიწყო არცერთი საქმე, თუ მას უფლის მიმართ ლოცვასთან შეერთებული გონიერებით არ განსჯი!
* * *
განსჯის გარეშე მოქმედება იგივეა, რაც შორ გზაზე მოუმზადებლად გამგზავრება.
* * *
სახლიდან გამოსვლამდე გაიაზრე, რა უნდა გააკეთო; დაბრუნებული კი იმაზე დაფიქრდი, რა გააკეთე!
* * *
ვიდრე სიტყვას იტყვი, გამოსცადე, როგორი იქნება მისი მოქმედება; და ვიდრე საქმეს გააკეთებ, კიდევ უფრო მკაცრად გამოსცადე, რას იტყვის იგი, რამეთუ საქმე სიტყვაზე მეტად ლაპარაკობს!
* * *
აზრს არასოდეს სწრაფად არ მიაყოლო საქმე, რაც არ უნდა კეთილად გეჩვენებოდეს იგი, არამედ დროში უნდა გამოსცადო.
* * *
ნუ იფიქრებთ, ნუ ილაპარაკებთ და ნუ გააკეთებთ ნურაფერს, ვიდრე არ დარწმუნდებით, რომ თქვენი აზრი, სიტყვა და საქმე ღვთის სიტყვის თანხვდომილი იქნება!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან