რელიგია

ექიმის რჩევები

№18

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 15.05

ექიმის კონსულტაცია
სხვადასხვა საკითხზე
დაკოპირებულია

კითხვა: მყავს 1.9 თვის ბიჭი, რომელიც ხელოვნურ კვებაზე გავზარდე, ბოლო დროს ხშირად ავადობს და მდგომარეობიდან ცოტა რთულად გამოდის. იქნებ მირჩიოთ, რამე, რაც იმუნიტეტის გაძლიერებაში დაეხმარება?

პასუხი: არის თანამედროვე შეხედულება, რომლის თანახმადაც იმუნოსტიმულატორები ამ ასაკში არ არის რეკომენდებული, ვინაიდან იმუნური სისტემა საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის. მათი ეფექტურობაც ეჭვქვეშაა. იმუნიტეტის გასაძლერებლად აუცილებელია ნორმალური კვება, ახალი ხილისა და ბოსტნეულის, რძისა და რძის პროდუქტების მიღება, სუფთა ჰაერი და გაკაჟება.

კითხვა: მაინტერესებს, შესაძლებელია თუ არა ზრდასრულ ასაკში (ვარ 20 წლის) ლოგონევროზისგან გათავისუფლება, რომელიც სტრესითა და ფსიქოლოგიური ფაქტორებითაა გამოწვეულია?

პასუხი: მეტყველების ავტომაკონტროლებელი წესების ათვისება ამ ასაკშიც შესაძლებელია, თუმცა შედეგს მხოლოდ ასაკი არ განსაზღვრავს. რიგ შემთხვევებში ლოგონევროზი თერაპიას არ ექვემდებარება.

კითხვა: ვარ 16 წლის. 14 წლის ასაკში აცრა არ გამიკეთებია. რა შეიძლება გამოიწვიოს ამან?

პასუხი: ტეტანუსი, დიფთერიის საწინააღმდეგო რევაქცინაცია (ტდ) ტარდება 14 წლის ასაკში და ზემოთ (ამით სრულდება პირველი კურსი). ეს არის პროფილაქტიკური აცრა და აღნიშნული ინფექციებისგან სრული დაცვისთვის არის საჭირო.

კითხვა: ხანდახან მარჯვენა ფეხი მიბუჟდება. რა შეიძლება, იყოს?

პასუხი: მიზეზი შეიძლება, იყოს ძვალსახსროვანი ან სისხლძარღვოვანი პათოლოგიები. დიფერენცირებისთვის კვლევის საწყის ეტაპზე მიმართეთ ნევროპათოლოგს, ხერხემლის გავა-წელის სეგმენტის სტრუქტურების შესაფასებლად.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

20-26 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ლუკა შუბითიძე

როდის იბრძოდა სიცოცხლისთვის ლუკა შუბითიძე დედასთან...