რელიგია

დრო და მარადიულობა

№47

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 02.12, 2022 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

ო, დრო, დრო! როგორი სწრაფი და ამასთან, რა არასაიმედო ხარ! ზარის ყოველი ჩამოკვრა, რომელიც შენს მდინარებას აუწყებს, განა ჩვენთან მოახლოებული მარადისობის მაცნე არაა?! დროისა და წლების შემცველმა თავისი მარჯვენით ამაოდ კი არ გვიანდერძა, გაგვეწმინდა ჩვენი საჭიროებანი და სურვილები არა უშორეს აწმყოს დღის საზღვრამდე და ყოველგვარი სიკეთის მომნიჭებელისგან ჩვენთვის მხოლოდ არსობის პური გვეთხოვა!

***

წარმოიდგინეთ უკიდეგანო სივრცე. რა მნიშვნელობა ექნება მასში ერთ მტკაველს? ასევე, ჩვენი საუკუნე არაა უმეტესი, ვიდრე მტკაველი მარადისობის უკიდეგანო სივრცეში, მეფსალმუნის სიტყვებით: „ესერა ზომით ჰყვენ დღენი ჩემნი. არაუმეტეს, ვიდრე ზღვაში წვეთი, როგორც მარცვალი – სილაში, ნაპირზე ან ზღვის ფსკერზე, როგორც „არარაი“. ამასთან უმეტესწილად ჩვენ, უგუნურნი, მათ ყოველგვარი საზრუნავით ვზღუდავთ და მარადიულობაზე თითქმის არც ვფიქრობთ, თითქოს იგი ჩვენთვის არც არსებობს

***

უდიდეს ქმედებებს მუდამ მარადისობაზე ფიქრი წარმოშობდა. იგი შთააგონებდა მოწამეებს და მათ ყველაზე ულმობელი ტანჯვისადმიც კი უშიშარს ხდიდა. იგი ამწყვდევდა უდაბნოებში მოსაგრეებს და მიჰყავდა ისინი არაადამიანური თვითუარყოფის ღვაწლამდე; იგი აჩერებდა უკანონობის გზაზე მდგარ ფესვებგადგმულ ცოდვილსაც და ძალას ჰმატებდა მათ. ვაჟკაცობით შერკინებოდნენ თავიანთ ვნებებს. მარადისობაზე განსჯას რა არ შეეძლო, მოეწია ჩვენზე. დროდადრო რომ საკუთარი სულის ცხონებისთვის მოგვესმინა, შეგვძლებოდა, მივნდობოდით მას ისე, როგორც საჭიროა.

***

იცხოვრე იმაზე ფიქრით, რომ შენი ცხოვრება დამთავრდება. და შენ არ იქნები მიჯაჭვული ამ ცხოვრებაზე. იცხოვრე მარადისობაზე ფიქრით, რომელიც დროებით ცხოვრებას მოჰყვება და იცხოვრებ ქრისტიანულად.

***

არა მხოლოდ დღეების, არამედ საათების გამოყენებასაც სასარგებლოდ შეეცადე, რადგან ყველა დიდი საგანი მცირედისგან შედგება. „ახლანდელი წამი არის პაწაწინა მარადიულობა“, – თქვა ერთმა ბრძენმა. როგორ არ უნდა მივიჩნიოთ ძვირფასად წუთებიც კი?!

***

როგორ არ უნდა გავუფრთხილდეთ დროს, როდესაც უბრძნესი ჩანაფიქრი არ გვაძლევს ჩვენ ერთდროულად ორ წუთს, არამედ ახალს სხვანაირად არ აგზავნის. თუ ადრე მოცემულს არ წაგვართმევს, ყოველ წუთს კი, რომელიც ჩვენთვის ბოძებულს მოსდევს, თავისთან ინახავს, ჩვენ კი დაეჭვებულს გვტოვებს. მივიღებთ კი მას?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

3- იანვარი - 5 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 26 დეკემბერი – 1 იანვარი