რელიგია

ჭეშმარიტების გზაზე

№18

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 11.05

რელიგია
დაკოპირებულია

5-6 წლის ბიჭუნამ მშობლებთან ერთად ტყეში სეირნობისას ანკარა წყარო დაინახა. ის ჯერ დარწყულდა სუფთა წყლით, შემდეგ კი გასართობად პატარა ტოტი აიღო და ნაკადულში წყლის ამღვრევა დაიწყო. ნაკადულის ფსკერი მიწის იყო და ამიტომ ზედაპირზე მაშინვე ქვიშა, ჩამოცვენილი ფოთლები და სხვადასხვა ნაგავი ამოტივტივდა. ერთ დროს ანკარა წყალი სასმელად უვარგისი გახდა. ბიჭუნას მალე მობეზრდა ნაკადულის ბინძურ წყალში ყურება. ტოტიც წყალში გადააგდო და დედასთან გაიქცა.

სადღაც მთებში კი სხვა ბიჭუნაც, ასევე, ერთობოდა მთის ნაკადულთან. მანაც სცადა ტოტით წყლის ამღვრევა, მაგრამ ნაკადულის ფსკერი ქვიანი აღმოჩნდა, ტოტი გაუტყდა და ბიჭუნა სათამაშოდ სხვაგან გაიქცა. წყალიც ისეთივე ანკარა დარჩა, როგორიც იყო.

ზოგიერთი ადამიანი გარეგნულად კეთილი და გულისხმიერი ჩანს, მაგრამ საკმარისია, თუნდაც შემთხვევით, ის განარისხო, რომ სულის ფსკერიდან, ტყის ნაკადულის მსგავსად, მაშინვე ამოტივტივდება მრისხანება, სიძუნწე, ამპარტავნება და ძველი წყენა. ხოლო, როცა ადამიანი გამუდმებით სწავლობს ღვთის სიტყვას და ზეციურზე ფიქრობს, უფლის სიმდაბლის მაგალითი აკაჟებს მას და თავადაც სიმდაბლითა და მოთმინებით აღავსებს, რაზეც ვითარცა გამხმარი ტოტი ქვაზე, ისე იმსხვრევა ყოველი ადამიანური ბრაზი და არა კეთილგანწყობა.

* * *

ეგვიპტეში ერთი მეუდაბნოე ბერი ცხოვრობდა. და აი, ეშმაკმა, მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ, მას სიტყვა მისცა, რომ აღარავითარ ცდუნებას არ გაუგზავნიდა, თუ სამი ცოდვიდან – მკვლელობა, მრუშობა და მემთვრალეობა – ერთს მაინც ჩაიდენდა. „ჩაიდინე რომელიმე ცოდვა: ან ადამიანი მოკალი, ან იმრუშე, ან ერთხელ დათვერი და სიმშვიდეს მოიპოვებ. ამის შემდეგ უკვე არანაირი გზით აღარ ვეცდები შენს ცდუნებს“.

მეუდაბნოემ გაიფიქრა:

„ადამიანის მოკვლა საშინელებაა, რამეთუ ეს, თავისთავად, დიდი ბოროტებაა და სასიკვდილო განაჩენს იმსახურებს, როგორც ღმერთის, ისე ადამიანთა სამსჯავროზე. მრუშობის ჩადენა ნიშნავს აქამდე სუფთად შენახული სხეულის წაბილწვას. დასანანია და გულის ამრევი წაბილწვა იმისთვის, ვისაც ჯერ ეს სიბილწე არ შეუცვნია. ერთხელ დათრობა, თითქოს, დიდი ცოდვა არაა, რამეთუ ადამიანი დაიძინებს და მალე გამოფხიზლდება. მაშ ასე, წავალ, დავთვრები, რომ ეშმაკმა მეტად აღარ შემაწუხოს და უდაბნოში მშვიდად ვიცხოვრო.

აიღო თავისი ხელით დამზადებული ნივთები, ქალაქში გაყიდა, სამიკიტნოში შევიდა და გამოთვრა. სატანის მოქმედებით მას საუბარი მოუწია ერთ უსირცხვილო, მსუბუქი ყოფაქცევის ქალთან. მოხიბლულმა მასთან მრუშობით შესცოდა. როდესაც ბერი მასთან ცოდვას ეწეოდა, ქალის ქმარი დაბრუნდა და ცოლთან შემცოდავს, ცემა დაუწყო, ის კი მოერია ქმარს და მოკლა.

ამგვარად, მეუდაბნოემ სამივე ცოდვა ჩაიდინა: დაიწყო მემთვრალეობით და დაასრულა მრუშობითა და მკვლელობით. რომელ ცოდვებსაც ფხიზელი გაურბოდა და ეშინოდა, მთვრალმა თამამად ჩაიდინა და ამით თავისი მრავალწლიანი ღვაწლი წყალში ჩაყარა. მხოლოდ გულწრფელი და ხანგრძლივი მონანიებით შეძლო მან ღვთის მადლის დაბრუნება, რამეთუ მონანულ ადამიანს, უფლის წყალობით, უბრუნდება ძველი დამსახურება, რომელიც მან ცოდვით დაცემისას დაკარგა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული