რელიგია

ბავშვთა აღზრდის შესახებ

№52

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 31.12, 2020 წელი

განსაცდელის ჟამს
დაკოპირებულია

შვილებს განსაზღვრულ მომენტამდე უნდა დავეხმაროთ. შემდეგ კი, მომავალში, ისინი ღმერთს მივანდოთ. მფარველი ანგელოზი გვერდითაა.

***
ახლა, როცა თქვენი შვილები ჯერ კიდევ მცირეწლოვანნი არიან, მათ უნდა დაეხმაროთ იმის მიხევდრაში, რა არის სიკეთე. სწორედ, ესაა ცხოვრების უღრმესი აზრი.

***
ახალგაზრდობამ, რომელიც სულიერ ცხოვრებას იწყებს, ცოდვის მიზეზებს უნდა მიაქციოს ყურადღება და კეთილი ზრახვები ჰქონდეს. დაე, ახსოვდეთ, რომ ოდესღაც ერთი მოსაგრე ბერი ქალაქში სამუშაოდ მიდიოდა, დაბრუნებულს სხვა მოღვაწეებმა ჰკითხეს, რა ნახა, მან კი მიუგო, რომ სამყარო არ უნახავს, რადგან მხოლოდ ხეებს უყურებდა.

***
ვხედავ, რომ დღევანდელი ახალგაზრდობა ამდენ უწმინდურობას ჩადის სიამოვნების მისაღებად, მაშინ, როცა სულიერ ცხოვრებაში გაცილებით უფრო ღრმა ღვთაებრივ სიხარულს მიიღებენ. სიამოვნებაში ადამიანს ერთი წუთის, ათი დღისა თუ მთელი წლის გატარება შეუძლია, მაგრამ მას შემდეგ, რაც განიცდის, ხშირად კითხულობს, ნუთუ სასუფეველში არის რაიმე უკეთესი, ვიდრე ის, რასაც აქ განიცდის? ახლა ახალგაზრდებს ჰგონიათ, რომ რაღაცას იღებენ. ისინი გვაგონებენ მშიერ ბავშვებს, რომლებიც ოკუპანტი ჯარისკაცების მიერ გადაყრილს კრეფენ. ისინი ამას ხრავენ და ჰგონიათ, რომ რაღაც მიიღებს, მაშინ, როცა ეს არაფერია.

***
ყურადღება მიაქციეთ პატარა ბავშვებს – რა უმწიკვლო აზრები აქვთ! პატარა ბავშვების ლოცვით სასწაულების აღსრულება შეგვიძლია, რამეთუ უფალი მათ უმწიკვლო ლოცვებს შეისმენს.

***
ბევრი ერისკაცი ოჯახს არ ქმნის და თუ მაინც შექმნის, შვილები არ ჰყავს. ამით ისინი თავად იღატაკებენ მოდგმას.

***
ქალები უბრალოდ უნდა ცხოვრობდნენ, რათა მეტი დრო ჰქონდეთ შვილებისთვის, როცა ბავშვებს ის სჭირდებათ.

***
ახალგაზრდას მოძღვარი უნდა ჰყავდეს და მის რჩევას ყურად იღებდეს. ასე დააღწევს თავს სიძნელეს, შიშსა და ტანჯვას.

***
ჯანმრთელი ყმაწვილებია ახალი მანქანები გაყინული ზეთით.

***
ჩვენმა შვილებმა სკოლები საპატიმროდ გადააქციეს, ჩრდილოეთში კი საპატიმროები იქცა სკოლებად.
ბერი პაისი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი