ვაშლის ერთკვირიანი დიეტა და მინუს 8-10 კილოგრამი
ავტორი: ანი რევია 11:00 20.12, 2021 წელი
ვაშლის დიეტით კვირაში 8-10 კილოგრამის დაკლება ნამდვილად რეალურია. ნორმალური ნივთიერებათა ცვლის შემთხვევაში, ერთ დღეში 1 კილოგრამს დაიკლებთ. ვაშლი შეიცავს პექტინებს, რომელსაც შეუძლია, ნებისმიერ საკვებს შეუმციროს კალორიულობა – იწოვს ზედმეტ ნახშირწყლებსა და ცხიმებს და გამოაქვს ორგანიზმიდან. დიეტის განმავლობაში, სვით ბევრი წყალი, მწვანე ან სხვა მცენარეული ჩაი. გამორიცხეთ ყავა.
პირველი დღე👇
საუზმე: გახეხეთ 2 ცალი ვაშლი, დაუმატეთ ცოტა თხილი ან ნიგოზი და მოასხით ლიმონის წვენი.
სადილი: გახეხეთ 3 ცალი ვაშლი, წვრილად დაჭერით ოხრახუში და მწვანე ხახვი, ყველაფერი აურიეთ და მოაყარეთ მოხარშული და გახეხილი კვერცხის ცილა. ჩაის კოვზით მოასხით ზეითუნის ზეთი ან იოგურტი.
ვახშამი: 2 ცალი ვაშლი.
მეორე დღე👇
საუზმე: ნახევარი ჭიქა მოხარშული ბრინჯი და 3 ცალი გახეხილი ვაშლი აურიეთ ერთმანეთში და მიირთვით.
სადილი: გათალეთ 3 ცალი ვაშლი, გამოაცალეთ კურკები, გაჭერით თითოეული 4 ნაწილად და მოასხით ადუღებული წყალი. გააჩერეთ ნახევარი საათი და დაუმატეთ ერთი ცალი გახეხილი ლიმონი. ნახევარ ჭიქა უმარილოდ მოხარშულ ბრინჯს მოასხით მომზადებული ვაშლის პიურე და მიირთვით
ვახშამი: ერთი ულუფა მოხარშული უმარილო ბრინჯი.
მესამე დღე👇
საუზმე: 2 ცალი გახეხილი ვაშლი და ნახევარი შეკვრა ხაჭო შეურიეთ ერთმანეთში და მიირთვით.
სადილი: დაჭერით ვაშლი პატარა ნაჭრებად, მოასხით ლიმონის წვენი. უცხიმო ხაჭოს შეურიეთ დაჭრილი თხილი ან ნიგოზი, მოასხით ერთი სუფრის კოვზი თაფლი და დაუმატეთ ვაშლის ნაჭრები
ვახშამი: 100 გრამი ხაჭო.
მეოთხე დღე 👇
საუზმე: გახეხეთ 2 ცალი სტაფილო და 1 ცალი ვაშლი. შეურიეთ ერთმანეთს და მოასხით ზეითუნის ზეთი.
სადილი: იგივე სალათა, ოღონდ ზეთის ნაცვლად მოასხით თაფლი, ზემოდან კი მოაყარეთ ლიმონის გახეხილი ცედრა.
ვახშამი: შეწვით ღუმელში 2 ცალი ვაშლი, თითოეულის ამოჭრილ გულში ჩაასხით თითო ჩაის კოვზი თაფლი.
მეხუთე დღე👇
საუზმე: მოხარშეთ 1 ცალი სტაფილო და 1 ცალი ჭარხალი. გახეხეთ და მოასხით ზეითუნის ზეთი.
სადილი: მოხარშეთ ჰერკულესის ფაფა წყალზე, დაუმატეთ ერთი ცალი გახეხილი ვაშლი. მოამზადეთ სალათა მოხარშული კვერცხის, მოხარშული ჭარხლისა და სტაფილოსგან.
ვახშამი: გახეხეთ 2 ცალი სტაფილო, მოაყარეთ ყავისფერი შაქარი ან მოასხით თაფლი.
მეექვსე დღე👇
საუზმე: გახეხეთ 2 ცალი ვაშლი, დაუმატეთ ცოტა თხილი ან ნიგოზი და მოასხით ლიმონის წვენი
სადილი: გახეხეთ 3 ცალი ვაშლი, წვრილად დაჭერით ოხრახუში და მწვანე ხახვი, ყველაფერი აურიეთ და მოაყარეთ მოხარშული და გახეხილი კვერცხის ცილა. ჩაის კოვზით მოასხით ზეითუნის ზეთი ან იოგურტი.
ვახშამი: 2 ცალი ვაშლი.
მეშვიდე დღე👇
საუზმე: ნახევარი ჭიქა მოხარშული ბრინჯი და 3 ცალი გახეხილი ვაშლი აურიეთ ერთმანეთში.
სადილი: გათალეთ 3 ცალი ვაშლი, გამოაცალეთ კურკები, დაჭერით თითოეული 4 ნაჭრად, მოასხით ადუღებული წყალი და გააჩერეთ ნახევარი საათი. შემდეგ დაუმატეთ ერთი ცალი გახეხილი ლიმონი. ნახევარ ჭიქა უმარილოდ მოხარშულ ბრინჯს მოასხით მომზადებული ვაშლის პიურე და მიირთვით.
ვახშამი: ერთი ულუფა უმარილო მოხარშული ბრინჯი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




