ეს საინტერესოა
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 30.05
* კათოლიკური ტრადიციით, ამ წმიდანს - ქრისტეფორეს, 12 ფუნტი სიმაღლის გიგანტად გამოსახავდნენ, რაც სულაც არ არის გასაკვირი – მას შეეძლო ნებისმიერ მდინარეზე გადაებიჯებინა. ის მოგზაურთა მფარველია და საოცარი დამთხვევაა, რომ ერთ-ერთ ცნობილ მოგზაურს სწორედ მისი სახელი ერქვა - ქრისტეფორე კოლუმბი.
* ქრისტიანობის არსებობის პირველ წლებში რომის იმპერიაში საშინელი ანტიქრისტიანული რეპრესიები ტარდებოდა. ახალი მიმდინარეობის მიმდევრობაზე მცირე ეჭვის გამოც კი ადამიანებს პირდაპირ ქუჩებში იჭერდნენ და ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე სჯიდნენ. სწორედ იმ დროს წარმოიშვა ისტორიაში პირველი ქრისტიანული სექტა – აკვარიების სექტა. სხვებისგან ისინი ტრადიციული რიტუალის ჩატარების მხოლოდ ერთი დეტალით განსხვავდებოდნენ: ისინი ზიარებას ღვინის ნაცვლად წყლით იღებდნენ, სუნით რომ არ გამოერჩიათ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




