კითხვა-პასუხი
ავტორი: ანი რევია 10:00
კითხვა: ძალიან აჭრელებული სახის კანი მაქვს. არ მიყვარს პუდრებისა და ტონალურის გამოყენება. მაკიაჟსაც იშვიათად ვიკეთებ. რისი ბრალი შეიძლება, იყოს კანის აჭრელება და რითი ვუშველო?
პასუხი: გირჩევთ, უპირველესად, დაიტენიანოთ სახის კანი. არსებობს სუპერ და ჰიპერ დამატენიანებელი კრემები, რომლებიც მაქსიმალურად ატენიანებს კანს. გარდა დამატენიანებელი საშუალებებისა, თანამედროვე დერმატო-კოსმეტოლოგიაში არსებობს სხვა საშუალებები: მეზოთერაპია, პლაზმოლიფტინგი, ოქროს ნიღაბი და სხვა. აუცილებლად უნდა მიმართოთ, დერმატო-კოსმეტოლოგს, რათა სწორად შეირჩეს დამატენიანებელი კრემი და ჩაგიტარდეთ მკურნალობის კურსი.
კითხვა: წარბის ფერის გასამუქებლად წარბის ფანქარს ვიყენებ. ბოლო პერიოდში დამეწყო წარბის ცვენა და შემითხელდა კიდეც. ეს შეიძლება ფანქრის ბრალი იყოს?
პასუხი: პერიოდული მცირეოდენი ცვენა, ნორმალურია. მაგრამ თუ შეამჩნიეთ ძლიერი ცვენა, მკვეთრად გამოჩნდა გაცვენილი შიშველი ადგილები, სავარაუდოდ, ეს ფანქრის კი არა, სულ სხვა რამის ბრალია. ამიტომ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. რადგან, ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ფარისებრი ჯირკვლის როგორც გაზრდილ, ასევე, აქტივობის არასაკმარის დონესთან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



