ცხიმების მოსაშორებელი 5-დღიანი დიეტა
ავტორი: ანი რევია 11:00 24.04, 2023 წელი

თუ გსურთ, მარტივად დაწვათ ორგანიზმში ჩალაგებული ცხიმები, სულ რაღაც 5 დღეა საკმარისი. მოიკრიბეთ ნებისყოფა, დაიცვათ დიეტა. შედეგს ადვილად მიაღწევთ – წონის კლება თვალნათელი იქნება. ამასთან, წონასაც დიდი ხნით შეინარჩუნებთ და არც ჯანმრთელობის მდგომარეობას გაირთულებთ.
ამ 5-დღიანი დიეტის წყალობით, გარდა იმისა, რომ ცხიმების დაწვას შეუწყობთ ხელს და წონაშიც დაიკლებთ, ორგანიზმს შლაკებისა და ტოქსინებისგან გაასუფთავებთ და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სწორ მუშაობასაც შეუწყობთ ხელს.
პირველი დღე
დღის განმავლობაში, მიირთვით 3 ცალი მწვანე ვაშლი, 100 გრამი წიწიბურა და სვით ბევრი წყალი.
მეორე დღე
დღის განმავლობაში მიიღეთ 1 ლიტრი კეფირი და 600 გრამი დაბალცხიმიანი ხაჭო. სვით გაზგასული მინერალური წყალი.
მესამე დღე
უზმოზე მიირთვით 2 სადილის კოვზი თაფლი და დააყოლეთ წყალი. დღის განმავლობაში კი ჭამეთ შვრიის ფაფა ქიშმიშით, მიირთვით უშაქრო ჩაი და სვით იმდენი წყალი, რამდენსაც ორგანიზმი მოგთხოვთ.
მეოთხე დღე
დღის განმავლობაში მიირთვით 500 გრამი ქათმის ან ინდაურის მოხარშული ხორცი და სვით წყალი.
მეხუთე დღე
მიირთვით ცოცხალი ხილი და ბოსტნეული ნებისმიერი რაოდენობით და სვით წყალი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან