რჩევები

კარტოფილისა და კიტრის დიეტა

№16

ავტორი: ანი რევია 12:00

დიეტა
დაკოპირებულია

ბევრს გაუკვირდება, თუმცა კარტოფილის დახმარებით წონის ადვილად დაკლება საკმაოდ აპრობირებული მეთოდია. დიეტა ოთხდღიანია და დაახლოებით, სამ ზედმეტ კილოგრამს დაემშვიდობებით. მისი დაცვა მარტივია, რადგან პრაქტიკულად, შიმშილის გრძნობა არ შეგაწუხებთ.

დიეტის დაცვის პერიოდში, ძილის წინ დალიეთ ერთ ჭიქა წყალში გაზავებული ნახევარი ლიმონის წვენი. დღის განმავლობაში კი, დაახლოებით, ორ ლიტრამდე წყალი უნდა სვათ.

პირველი დღე

საუზმე: 1 ცალი მოხარშული კარტოფილი უმარილოდ, 150 მილილიტრი უცხიმო კეფირი.

სადილი: 2 ცალი ღუმელში გამომცხვარი კარტოფილი, 1 ცალი კიტრი, მწვანე ჩაი უშაქროდ.

ვახშამი: 1 ჭიქა მაწონი.

მეორე დღე

საუზმე: 150 მილილიტრი კეფირი.

სადილი: 2 ცალი ღუმელში გამომცხვარი კარტოფილი, 1 ცალი კიტრი, მწვანე ჩაი უშაქროდ.

ვახშამი: 1 ცალი მოხარშული კარტოფილი უმარილოდ, 150 მილილიტრი უცხიმო კეფირი.

მესამე დღე

საუზმე: 1 ცალი მოხარშული კარტოფილი, უმარილოდ.

სადილი: 1 ცალი მოხარშული კარტოფილი უმარილოდ, 1 კიტრი, 150 მილილიტრი უცხიმო კეფირი.

ვახშამი: 1 ჭიქა მაწონი.

მეოთხე დღე

საუზმე: 1 ჭიქა მაწონი ან კეფირი.

სადილი: 1 ცალი მოხარშული კარტოფილი მარილის გარეშე, 1 კიტრი.

ვახშამი: 1 ჭიქა მაწონი ან კეფირი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი