კითხვა-პასუხი
ავტორი: ანი რევია 18:01
კითხვა: თმას რომ ვიბან, ხშირად ვივლებ ლუდს, რადგან ვიცი კარგია თმის სტრუქტურისთვის. მითხრეს, რომ უკეთესი იქნება თუ ლუდთან ერთად გამოვიყენებთ ბანანს, კვერცხსა და თაფლს. როგორ მოვამზადო ამ ინგრედიენტებისგან თმის ნიღაბი?
პასუხი: ლუდის, კვერცხის, თაფლისა და ბანანის თმის ნიღაბი, რომელიც მის გაჯანსაღებას უწყობს ხელს და თმის ღერებსაც აძლიერებს, კვირაში ერთხელ უნდა გაიკეთოთ. ამისთვის დაგჭირდებათ: 1 კვერცხი, 1 ცალი მწიფე ბანანი, 1 სადილის კოვზი თაფლი და ნახევარი ჭიქა ლუდი. ჯამში დასრისეთ ბანანი და დაამატეთ 1 კვერცხი. კარგად აურიეთ, ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთთ. დაუმატეთ თაფლი და ლუდი და ისევ კარგად აურიეთ. მიღებული მასა თმაზე დაიდეთ და თავის კანი 5 წუთის განმავლობაში დაიმასაჟეთ. შემდეგ დაიხურეთ აბაზანის ქუდი ერთი საათი გაიჩერეთ და დაიბანეთ. ბანანი შეიცავს კალიუმს და A, C და E ვიტამინებს, რაც აუცილებელია ძლიერი და ჯანმრთელი თმისთვის. კვერცხი შეიცავს ცილას, რომელიც დიდ როლს ასრულებს თმის ღერის ზრდაში და ბრწყინვალებას ანიჭებს მას. ლუდი შეიცავს B ვიტამინს, რომელიც ასქელებს თმის სტრუქტურას. თაფლი კი ატენიანებს და არბილებს თმას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



