რჩევები

კითხვა-პასუხი

№16

ავტორი: ანი რევია 12:00 01.05

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: ფრჩხილის ფერი შემეცვალა და ძალიან მტვრევადი გახდა. ასევე, გამიჩნდა მოთეთრო ზოლები. ლაქის წასმაც კი შევწყვიტე, მაგრამ პრობლემა არ მოგვარდა. რას მირჩევთ?

პასუხი: ფრჩხილის ფერსა და სტრუქტურაში ნებისმიერი ცვლილება შემაშფოთებელი სიგნალია. თხელი და უფერული ფრჩხილი, შეიძლება იყოს ანემიისა და ორგანიზმში რკინის უკმარისობის ნიშანი. გაყვითლებული ფრჩხილი ღვიძლისა და კუჭ-ნაწლავის პრობლემებზე ან სოკოზე მიუთითებს. თეთრი ლაქები და ზოლები – თუთიის, სპილენძისა და იოდის უკმარისობაზე. გადაჭარბებული მტვრევადობა კი ვლინდება ვიტამინების, კალციუმის, რკინისა და ბეტა-კაროტინის უკმარისობის გამო. ამიტომ სჯობს, ჩაიტაროთ გამოკვლევები და ფრჩხილის სტრუქტურისა და ფერის შეცვლის მიზეზის გაგების შემდეგ დაიწყოთ მკურნალობა.

კითხვა: ვიცი, რომ სითხის მიღება კარგია ორგანიზმისთვის, მაგრამ ბევრი წყლის სმა აქრობს თუ არა სახეზე გაჩენილ ნაოჭებს?

პასუხი: რასაკვირველია, ორგანიზმისთვის კარგია და ბევრი წყალი აუცილებლად უნდა დალიოთ. მისი სმით სარგებელს იღებთ, მაგრამ ნაოჭების გაქრობის თვალსაზრისით, ის ვერაფერს შეცვლის.

კითხვა: სახეზე თვეში ორჯერ მაინც გამომდის დიდი ზომის მუწუკი. მირჩიეს კბილის პასტის წასმა და როგორ მოვიხმარო ის მსგავს პრობლემაზე?

პასუხი: კბილის პასტას აქვს კანის ცხიმის შეწოვის უნარი. ამიტომ, პასტის მუწუკზე დადების შემდეგ მუწუკის მოცულობა მცირდება. პასტა თეთრი ფერის უნდა იყოს და ის პრობლემურ ზონაზე ძილის წინ უნდა წაისვათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი