რჩევები

თუ არ გსურთ, თქვენმა ყელმა ასაკი გათქვას, დროულად მიიღეთ შესაბამისი ზომები

№16

ავტორი: ანი რევია 11:00

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

ყელის კანი უფრო ადრე ბერდება, ვიდრე სახის კანი. თუ დააკვირდებით, ქალების უმეტესობას ადრეულ ასაკში ყელის მიდამოზე უკვე დაბერებული და ნაოჭებით დაფარული კანი აქვს. ამის მიზეზი კი უყურადღებობა და კანის მოუვლელობაა.

თუ არ გსურთ, თქვენმა ყელმა თქვენი ასაკი გათქვას, აუცილებლად უნდა მოუაროთ მას და დროულად მიიღოთ შესაბამისი ზომები. კერძოდ:

* ყოველდღე გაისუფთავეთ ყელი მცენარეების ნაყენით. გვირილა, ცაცხვის ყვავილი, პიტნა, არყის კვირტები, სალბი შეიძინეთ აფთიაქში. 1 სადილის კოვზ მცენარის ნაკრებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩრეთ 2 საათი. შემდეგ გადაწურეთ და გაიწმინდეთ ყელის კანი მასში დასველებული ბამბის ტამპონით.

ასევე, შეგიძლიათ, ყელის კანისთვის სახლის პირობებში თავად მარტივად მოამზადოთ ლოსიონები, წაისვათ ისინი კვირაში 3 დღე და მათი დახმარებით კანის დაბერება შეაფერხოთ:

* 1 კვერცხის გული აურიეთ 1 ცალ ლიმონის წვენში. დაუმატეთ 1 სადილის კოვზი არაყი და 1-2 ჭიქა ნაღები.;

* 1 კვერცხის გული აურიეთ 100 გრამ არაჟანში, დაუმატეთ 1-4 სადილის კოვზი არაყი და ლიმონის ან ფორთოხლის წვენი;

* გახეხეთ 1 ცალი კიტრი, დაუმატეთ 1 სადილის კოვზი არაყი. გააჩერეთ 1 დღე და შემდეგ გაწურეთ. შეინახეთ მაცივარში და ყოველდღე, დილას და საღამოს, გაიწმინდეთ ყელის კანი, შემდეგ კი, წაისვით ცხიმიანი მკვებავი კრემი;

* კვირაში ერთხელ ყელის კანზე გაიკეთეთ თბილი და ცივი კომპრესები – ხაოიანი პირსახოცი დაასველეთ ნელთბილ წყალში. გაწურეთ და 2 წუთით შემოიხვიეთ ყელზე. მოიხსენით და შემდეგ ცივ წყალში დასველებული და გაწურული პირსახოცი შემოიხვიეთ. ასე გაიმეორეთ რამდენჯერმე. პროცედურა დაამთავრეთ ცივი კომპრესით და წაისვით მკვებავი კრემი. მალევე იგრძნობთ ყელის კანის გაახალგაზრდავებას და გამკვირვებას.

აგრეთვე, კარგია ზეთიანი კომპრესები: ზეითუნის ზეთი გაათბეთ. მარლის რამდენიმე ფენა დაასველეთ და შემოიხვიეთ ყელზე 20 წუთით. ზემოდან შემოახვიეთ პოლიეთილენის პარკი, შემდეგ კი ხელით ნაზად დაიმასაჟეთ. თუ ამ პროცედურას კვირაში 2-3-ჯერ გაიკეთებთ, ეფექტს მალევე შეამჩნევთ და კმაყოფილი დარჩებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი