რჩევები

საგაზაფხულო ჭარხლის დიეტა

№17

ავტორი: ანი რევია 17:58

დიეტა
დაკოპირებულია

ჭარხალი უხვად შეიცავს მულტივიტამინებს. მისი მიღება განსაკუთრებით სასარგებლოა გაზაფხულზე, როცა ორგანიზმი ზამთარში დახარჯული ძალების აღდგენას იწყებს. ამ ბოსტნეულის დიეტით კი ერთ კვირაში ორგანიზმსაც გაიწმენდთ, საჭირო მულტივიტამინებით მოამარაგებთ და თან, დაახლოებით, 4-5 ზედმეტ კილოგრამს დაიკლებთ. აუცილებელია, რომ შვიდი დღის განმავლობაში ერთსა და იმავე დროს იკვებოთ.

თუ შიმშილი მოგეძალათ, შეგიძლიათ, დალიოთ 1 ჭიქა მაწონი, ოღონდ დღეში ერთხელ.

საუზმე – 300 გრამი მოხარშული და დაჭრილი ჭარხალი, 1 ცალი გახეხილი უმი სტაფილო, ცოტა ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი შეურიეთ ერთმანეთს და მიირთვით.

სადილი – 1 ულუფა მოხარშული წიწიბურა 1 ნაჭერ ქათმის მოხარშულ თეთრ ხორცთან ერთად და 1 ჭიქა ჭარხლის ახლად გამოწურული წვენი.

ვახშამი – მოხარშული თევზის ნაჭერი და მოხარშული ჭარხლის, უმი სტაფილოს, კიტრისა და სალათის ფურცლები, ზეითუნის ზეთით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი