რჩევები

ორგანიზმის გამწმენდი და წონაში დასაკლები ხუთდღიანი დიეტა

№51

ავტორი: ანი რევია 11:00 27.12, 2021 წელი

დიეტა
დაკოპირებულია

ამ დიეტის წყალობით, გარდა იმისა, რომ წონაში დაახლოებით 3-4 კილოგრამს დაიკლებთ, ორგანიზმსაც ჯანმრთელობის დაუზიანებლად, ეფექტურად გაიწმენდთ, შედეგს კი დიდხანს შეინარჩუნებთ.

პირველი დღე

პირველი დღე ანუ პირველი ეტაპი, ორგანიზმის გაწმენდას უნდა მოანდომოთ, რასაც შესაძლოა, 1 კილოგრამის დაკლებაც მოჰყვეს. დღის განმავლობაში, უნდა შეჭამოთ 1 კილოგრამი ვაშლი, დალიოთ 1 ლიტრი წყალი და 6-8 აბი აქტივირებული ნახშირი, თითო აბი – ყოველ 2 საათში.

მეორე დღე

ამ ეტაპზე, კუჭის ნორმალური მუშაობა უნდა აღდგეს. გაანებივრეთ თქვენი ორგანიზმი მაწვნითა და იოგურტით. გაწმენდის შემდეგ კუჭ-ნაწლავის მუშაობა უკეთესი გახდება. ამ დღესაც, შეიძლება 1 კილოგრამი დაიკლოთ. დღის განმავლობაში უნდა შეჭამოთ 600 გრამი უცხიმო ხაჭო, დალიოთ 1 ლიტრი მაწონი ან კეფირი. აგრეთვე, 1 ლიტრი მინერალური, გაზგაშვებული წყალი.

მესამე დღე

გაამდიდრეთ რაციონი თაფლითა და ქიშმიშით. ამ „ტკბილი“ დიეტის დღეს შეიძლება, 0,5-დან 1 კილოგრამამდე დაიკლოთ. დღის განმავლობაში მიირთვით ერთმანეთში შერეული 2 სადილის კოვზი თაფლი და 300 გრამი ქიშმიში, სვით ჩირის უშაქრო კომპოტი და 1 ლიტრი წყალი.

მეოთხე დღე

ამ დღეს, ორგანიზმს ცხიმის უჯრედების დაწვასა და კუნთის გამაგრებაში უნდა დაეხმაროთ. შედეგად კი, შესაძლოა, 700 გრამი დაიკლოთ. დღის განმავლობაში მიირთვით 500 გრამი მოხარშული ქათმის ან ინდაურის ხორცი, მწვანილი და დალიეთ 1 ლიტრი წყალი.

მეხუთე დღე

მეხუთე დღე დამამთავრებელი საფეხურია. უჯრედისი ახშობს შიმშილის გრძნობას და ხელს უწყობს გახდომას. მის გადამუშავებას დიდი ენერგია სჭირდება და ამ დროს ორგანიზმი კიდევ 1-2 კილოს მოიკლებს. დღის განმავლობაში მიირთვით უმი ბოსტნეულის სალათა და ხილი, აგრეთვე 200 გრამი შვრიის ფანტელის წყალზე მოხარშული ფაფა, დალიეთ 1 ლიტრი წყალი.

დიეტის დაწყების და ასევე, დასრულების შემდეგ აიწონეთ და აღმოაჩენთ, რომ შედეგი მიღწეულია და თავსაც მხნედ გრძნობთ.

ასეთი გამწმენდი დიეტა საკმაოდ სასარგებლო და მარტივია. მისი გაკეთება კი ყოველთვიურად შეგიძლიათ, თუმცა, მხოლოდ ერთხელ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი