კვერცხის ცილოვანი დიეტა
ავტორი: ანი რევია 58 წუთის წინ
კვერცხის დიეტა საკმაოდ ეფექტურია წონაში ადვილად დასაკლებად. ის გათვლილია სამ დღეზე და ძალიან მარტივი დასაცავია. კვერცხი მდიდარია ცილით, რომელიც საკმაოდ კარგად კვებავს ორგანიზმს და ანაყრებს ადამიანს, ამიტომ შიმშილის გრძნობა არ შეგაწუხებთ, დიეტასაც ადვილად დაიცავთ და ზედმეტ წონასაც მარტივად მოიცილებთ.
პირველი დღე
საუზმე: 1 ცალი პომიდორი, 2 მოხარშული კვერცხი და ერთი ფინჯანი მწვანე ჩაი.
სადილი: 120 გრამი მოხარშული თევზი, 2 მოხარშული კვერცხის ცილა, უშაქრო ჩაი.
სამხარი: 1 ცალი ვაშლი, 3 ცალი შავი ქლიავის ჩირი, 5 ცალი ნუშის გული ან ნიგოზი.
ვახშამი: ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული, მწვანე ჩაი.
მეორე დღე
საუზმე: 1 ცალი ბანანი, ორი მოხარშული კვერცხი, უშაქრო ჩაი.
სადილი: 120 გრამი მოხარშული ქათამის ფილე, 2 კვერცხის ცილა და ერთი ჭიქა წყალი.
სამხარი: 3 ცალი შავი ქლიავის ჩირი, 5 ცალი ნუშის გული ან ნიგოზი.
ვახშამი: 100 გრამი ხაჭო და 1 ჭიქა მინერალური, გაზგასული წყალი.
მესამე დღე
საუზმე: 2 მოხარშული კვერცხი და ერთი ჭიქა მაწონი.
სადილი: 120 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი, 2 კვერცხის ცილა და მწვანე ჩაი.
სამხარი: 1 ცალი ვაშლი, 3 ცალი შავი ქლიავის ჩირი, 5 ცალი ნუშის გული ან ნიგოზი.
ვახშამი: სალათის ფურცლების, 1 ცალი კიტრისა და 1 მოხარშული კვერცხის სალათა, მწვანე ჩაი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




