რჩევები

კივის 4-დღიანი დიეტა – წონაში დასაკლებად, იმუნიტეტის გასაძლიერებლად და სხეულის კორექტირებისთვის

№1

ავტორი: ანი რევია 11:00 10.01, 2022 წელი

დიეტა
დაკოპირებულია

კივი არაჩვეულებრივი ხილია წონაში დასაკლებად და სხეულის კორექტირებისთვის. ამასთან, ჯანმრთელობისთვისაც ძალიან სასარგებლო პროდუქტია, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას უზმოზე და ყოველდღიურად მიირთმევთ, ოღონდ, იმ შემთხვევაში, თუ კუჭის წყლულის დაავადება ან გასტრიტი არ გაქვთ.

ამ დიეტის საშუალებით მარტივად შეძლებთ ორგანიზმის გაწმენდას, ზედმეტი ცხიმის დაწვას, ორგანიზმის მომარაგებას საჭირო ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, ასევე, იმუნიტეტის გაძლიერებას.

საუზმე – მოამზადეთ სალათა: 3 ცალი სალათის ფოთოლი, 1 ცალი ბულგარული წიწაკა, 1 ცალი კივი, 2 ღერი მწვანე ხახვი, 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი.

წახემსება – საუზმობიდან 2 საათის შემდეგ: დააბლენდერეთ 1 ცალი მწვანე ვაშლი, 1 ცალი კივი, 1 ცალი ბანანი და მიირთვით.

სადილი – 3 სუფრის კოვზ შვრიის ფანტელს დაასხით 1 ჭიქა იოგურტი, ჩაამატეთ 1 მუჭა ქიშმიში, 1 მუჭა წვრილად დაჭრილი მანდარინი და 1 მუჭა დაჭრილი კივი. გააჩერეთ 10-15 წუთი და შემდეგ მიირთვით.

წახემსება – ვახშმობიდან 1 საათით ადრე, მოამზადეთ ხილის სალათა: 1 ცალი ბანანი, 1 ცალი ვაშლი და 1 ცალი კივი. დაჭერით, მოასხით 1 ჭიქა უცხიმო იოგურტი და მიირთვით.

ვახშამი – 50 გრამ მოხარშულ ყავისფერ ბრინჯში ჩაამატეთ დაჭრილი 1 ცალი კივი, 1 ცალი ვაშლი, 1 მუჭა დაქუცმაცებული სალათის ფურცელი და დაასხით 1 ჭიქა კეფირი.

დაძინების წინ მიირთვით 1 ცალი ფორთოხალი.

ასევე, კარგია, თუ კვირაში 2 დღე, კივით განტვირთვის დღეებს მოიწყობთ, ეს დაგეხმარებათ წონის დაკლება-შენარჩუნებასა და ლამაზი სხეულის ფორმების ჩამოყალიბებაში – დღის განმავლობაში, მიირთვით 6 ცალი კივი და 1,5 ლიტრი უცხიმო კეფირი. ასევე, უნდა სვათ 2-3 ლიტრამდე წყალი. ან, დააბლენდერეთ 1,5 ლიტრი უცხიმო კეფირი, 6 ცალი კივი და 1 ცალი ფორთოხალი. გადაანაწილეთ და მიირთვით დღის განმავლობაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი