კითხვა-პასუხი
ავტორი: ანი რევია 14:30 11.07
კითხვა: სახეზე მაქვს გამონაყარი. მითხრეს, რომ ამისთვის თაფლი საკმაოდ კარგია და როგორ წავისვა?
პასუხი: დიახ, თუ სახეზე გამონაყარი გაქვთ, თქვენს პრობლემას თაფლი სწრაფად მოაგვარებს. პრობლემურ ადგილას წაისვით მცირეოდენი ნატურალური თაფლი და გაიჩერეთ, დაახლოებით, 10 წუთის განმავლობაში, ხოლო შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. თუ ამის შემდეგ სახეზე ზეითუნის ზეთს წაისვამთ, კანი უფრო გლუვი, რბილი და სუფთა გახდება. გაიკეთეთ სახეზე მასაჟი ხელის მსუბუქი მოძრაობით 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ კი ცივი წყლით დაიბანეთ. ამ პროცედურის გაკეთება დღეში რამდენჯერმე შეგიძლიათ.
კითხვა: რუჯის ეფექტისთვის ვიყენებ მუქი ფერის ტონალურს. თუმცა, სახე მიჭრელდება. როგორ შევარჩიო სწორად ტონალური, რომ კანი არ აჭრელდეს და ბუნებრივად ლამაზ ტონზე იყოს?
პასუხი: გეტყვით, რომ ტონალურის ფუნქცია სახეზე რუჯის ეფექტის მიღება არ არის. მისი მთავარი ამოცანა, მაკიაჟისთვის ბაზისის შექმნა და პატარა ნაკლოვანებების დაფარვაა. თუმცა ამ შედეგების მისაღწევად საჭიროა თქვენი სახის კანის ფერის ტონალური და არა ორი ან სამი ტონით მუქი. მის სწორად შესარჩევად, აუცილებელია, იცოდეთ, რა ტიპის სახის კანი გაქვთ. ტონალურის ყიდვისას დააკვირდით მის შემცველობასა და ფორმულას. ზეთოვანი ფორმულის მქონე ტონალურები კარგია აკნესკენ მიდრეკილი ან ზეთოვანი კანისთვის. დამატენიანებელი ფორმულის შემცველი ტონალური კი კარგია მშრალი და ნორმალური კანისთვის. ხოლო მათ, ვისაც მგრძნობიარე კანი აქვთ, ისეთი ტონალური უნდა მოიძიონ, რომელშიც არაკომედოგენური, ანუ არა აკნეს გამომწვევი ან ჰიპოალერგიული ფორმულაა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




