რჩევები

კითხვა-პასუხი

№24

ავტორი: ანი რევია 13:00

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: დაბადების დღეზე მეგობარმა მაჩუქა ძალიან ლამაზი, ოქროთი დაფერილი ნიკელის ყელსაბამი. პირველად მაქვს მსგავსი სამკაული, არ ვიცოდი თუ ნიკელი ოქროთი იფარებოდა. თუმცა, გაკეთებიდან რამდენიმე წუთში კანი ამექავა და შეიძლება, ყელსაბამისგან იყოს ალერგია?

პასუხი: შეიძლება, ნიკელი თეთრი ან ყვითელი ოქროთი იყოს დაფარული, მაგრამ თუ ასეთი ნივთის კანთან შეხებისას ქავილის შეგრძნება გიჩნდებათ, ესე იგი, თქვენ ნიკელზე ალერგია გაქვთ.

კითხვა: მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ხშირად ტარება ფეხის ტერფს ხომ არ აზიანებს?

პასუხი: ზოგადად, მაღალ ქუსლებზე სიარულისას, ტერფები დაჭიმულია. ამან შეიძლება, მყესებიც დაგიჭიმოთ. ამიტომ, თუ ყოველდღიურად მაინც ქუსლებზე სიარული გსურთ, გირჩევთ, ფეხსაცმელი 4-5-სანტიმეტრიანი ქუსლით შეარჩიოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი