გაიწმინდეთ ორგანიზმი წიდებისგან
ავტორი: ანი რევია 12:00 06.07
გადატვირთული კვების შემდეგ აუცილებელია კუჭ-ნაწლავის გაწმენდა. ამაში კი მარტივი დიეტა დაგეხმარებათ.
ზოგადად, ასეთი დიეტის დაცვა კარგია კვირაში ერთხელ, რათა ორგანიზმიდან გამოდევნოთ მავნე ნივთიერებები და კუჭ-ნაწლავი შლაკებისგან გაწმინდოთ. ასე რომ, მოამზადეთ ბოსტნეულის სალათა. გაითავისუფლეთ ნაწლავები და გაიწმინდეთ მთლიანად ორგანიზმი ზედმეტი წიდებისგან, რომელიც წონაში კლებასაც უშლის ხელს.
სალათა ასე უნდა მოამზადოთ: 1 ცალი ჭარხალი, 1 ცალი სტაფილო, 1 ცალი ვაშლი, 100 გრამი კომბოსტო გახეხეთ მსხვილ სახეხზე. მოასხით ნახევარი ლიმონის წვენი და მიირთვით მთელი დღის განმავლობაში.
შეგიძლიათ მიიღოთ სითხეები, ოღონდ შაქრის გარეშე. თუ შიმშილს ვერ ძლევთ, შეგიძლიათ, დღის განმავლობაში ქლიავი ან მისი ჩირი მიირთვათ.
ასევე, კარგია, თუ ყოველ კვირაში განტვირთვის დღეს მოიწყობთ. ამისთვის კი დააბლენდერეთ ნებისმიერი ბოსტნეული, დაასხით ანადუღარი წყალი და მიირთვით მთელი დღის განმავლობაში. ასე კეთდება სმუზები დეტოქსიკაციისთვის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




