რჩევები
ერთდღიანი დიეტა
№25
ავტორი: ანი რევია 16:00
ეს ეფექტური დიეტა, მხოლოდ ერთდღიანია. ის ორგანიზმს განტვირთვაში ეხმარება, საკმაოდ დაბალკალორიულია და დღეში, მსუბუქი კვებით, ერთ კილოგრამს იკლებთ.
გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია დღის განმავლობაში არაუმეტეს 2 ჭიქა უშაქრო ჩაის ან ყავის დალევა და იმავდროულად, ბევრი წყლის სმა.
საუზმე – 1 ჭიქა დაბალკალორიული კეფირი.
სადილი – 2 გახეხილი უმი სტაფილოს სალათა, 2 სადილის კოვზი დაბალკალორიული არაჟნითა და 50 გრამი მოხარშული მწვანე ბარდით.
სამხარი – 100 გრამი ხაჭო, 1 ჭიქა ასკილის ნახარში.
ვახშამი – 1 ნაჭერი მოხარშული თევზი ან ქათმის თეთრი ხორცი, 150 გრამი უმი კომბოსტოსა და სტაფილოს სალათა, 1 ნაჭერი შავი დიეტური პური.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




