რჩევები

სახის კუნთების გასამკვრივებელი ხილისა და ბოსტნეულის ნიღბები

№24

ავტორი: ანი რევია 12:00

ქალური ეშმაკოებბი
დაკოპირებულია

სახის კანს აუცილებლად სჭირდება მოვლა და გარკვეული პროცედურების ჩატარება. საკმარისია ხილისა და ბოსტნეულის ნიღბები გაიკეთოთ და ამით გამოკვებოთ კანი, რომ შედეგი თავად გაგაოცებთ.

ავოკადო – თუ გამომშრალი კანის პრობლემები გაწუხებთ, ავოკადო საუკეთესო დამატენიანებელი საშუალებაა სახის კანისთვის. მოამზადეთ ავოკადოს ფაფა, მიღებული მასა დაიტანეთ სახეზე და გაიჩერეთ, მაქსიმუმ, ორი წუთის განმავლობაში. შემდეგ კი წყლით ჩამოიბანეთ. კვირაში 2-ჯერ ასეთი ნიღაბი თვალშისაცემ ეფექტს მოგცემთ.

ატამი – თქვენს კანს საოცარ ელასტიკურობასა და სიმკვრივეს შესძენს. ატამი ერთ-ერთი საუკეთესო მატონიზირებელი საშუალებაა და ამასთან, წმენდს კანს და ამკვრივებს სახის კუნთებს. ატამი გათალეთ, გახეხეთ და ფაფა სახეზე წაისვით. გაიჩერეთ 10 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ და კანის სიმკვრივეს მომენტალურად იგრძნობთ.

ანანასი – თუ კანის სიმშრალეს და გაუხეშებას უჩივით, ანანასის ფაფა საუკეთესო დამარბილებელი საშუალებაა. ის წმენდს კანს, აშორებს მას მკვდარ და ზედმეტ უჯრედებს. მოჭერით ანანასის ნაჭერი, დააბლენდერეთ და ნაზი მოძრაობით წაისვით სახეზე. შემდეგ, ცივი წყლით ჩამოიბანეთ. ჩაიტარეთ ეს პროცედურა კვირაში ორჯერ.

გოგრა – გოგრის ნიღბის მეშვეობით კანი გამოყოფს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც კანს ნაადრევი დაბერებისგან იცავს. ნიღაბი, ასევე, ეხმარება კანის უჯრედებს განახლებაში. გახეხეთ გოგრის რბილობი და დაიდეთ სახეზე, დაახლოებით, 20 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ.

სტაფილო – სტაფილოს ნიღაბი სახის კანს არაჩვეულებრივ ფერს სძენს და ელასტიკურობის აღდგენაში ეხმარება. 200 გრამი სტაფილო გახეხეთ, დაუმატეთ ერთი კვერცხის გული, ნახევარი ჩაის კოვზი ნიგვზის ზეთი, კარგად აურიეთ ერთმანეთში და დაიდეთ სახეზე, დაახლოებით, 15 წუთით. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. კვირაში 1 პროცედურა საკმარისია.

კიტრი – კიტრი გათალეთ, გული გახეხეთ, გამოუწრეთ წვენი და ცალკე, მინის ჭურჭელში შეინახეთ. კიტრის ფაფა დაიდეთ სახეზე 20 წუთის განმავლობაში. მოიწმინდეთ მშრალი ბამბით, შემდეგ კი – კიტრის წვენით. საკმარისია კვირაში 2 პროცედურა.

პომიდორი – შესანიშნავად ასუფთავებს სახის კანს. გახეხილი პომიდორი დაიდეთ დაბანილ სახეზე, გაიჩერეთ 20 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ.

ლიმონი – ერთი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, ერთი ჩაის კოვზი თაფლი, ნახევარი ჩაის კოვზი გლიცერინი, ნახევარი ჭიქა მინერალური წყალი კარგად აურიეთ ერთმანეთში და დაიდეთ სახეზე ნახევარი საათით. სახის კანი ერთ ფერში იქნება და მის სუფთა იერს ყველა შეამჩნევს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი