რჩევები

დაბალანსებული დიეტა

№24

ავტორი: ანი რევია 11:00

დიეტა
დაკოპირებულია

დაბალანსებული კვება იმის გარანტია, რომ თქვენ კვირაში ზედმეტ 4 კილოგრამს დაიკლებთ. მთავარია, დიეტის დროს, დღეში 2 ლიტრამდე წყალი მიიღოთ.

თევზის დღე

9 საათი: მოხარშული თევზის 1 ნაჭერი და უშაქრო ჩაი.

12 საათი: 2 ნაჭერი ორთქლზე მომზადებული თევზი და სალათის ფურცლები.

14 საათი: 2 ცალი თევზის კატლეტი, ბოსტნეულთან ერთად.

17 საათი: ორთქლზე მომზადებული თევზი.

20 საათი: 1 ჭიქა მაწონი ან კეფირი.

ბოსტნეულის დღე

9 საათი: 2 ცალი გახეხილი სტაფილო, 1 ჭიქა კეფირი.

12 საათი: წყალზე მომზადებული კარტოფილის პიურე.

14 საათი: მოშუშული ბოსტნეულის სალათა.

17 საათი: გახეხილი სტაფილო, ჭარხალი და მწვანე ხახვის სალათა, ცოტა ძმრით.

20 საათი: 1 ჭიქა კეფირი.

ქათმის ხორცის დღე

9 საათი: 1 ნაჭერი მოხარშული ქათმის თეთრი ხორცი, უშაქრო ჩაი ან ყავა.

12 საათი: ღუმელში გამომცხვარი ქათმის ფილე, 1 ჭიქა მაწონი.

14 საათი: ქათმის ბულიონი.

17 საათი: მოხარშული, კანგაცლილი ქათმის ხორცი და ბოსტნეულის სალათა.

20 საათი: 1 ჭიქა მაწონი ან უშაქრო ჩაი.

ბურღულეულის დღე

9 საათი: წყალში მოხარშული ხორბალი ან შვრია.

12 საათი: წყალზე მომზადებული წიწიბურა.

14 საათი: მოხარშული ბრინჯი.

17 საათი: წყალზე მომზადებული შვრიის ფაფა და ბოსტნეულის სალათა.

20 საათი: 1 ჭიქა კეფირი ან უშაქრო ჩაი.

ხაჭოს დღე

9 საათი: 100 გრამი ხაჭო და 1 ჭიქა მინერალური წყალი.

12 საათი: 100 გრამ ხაჭოში გარეული 1 სუფრის კოვზი თაფლი.

14 საათი: 100 გრამი ხაჭო და შავი შოკოლადი.

17 საათი: 1 ჭიქა თაფლიანი რძე.

20 საათი: 50 გრამი ხაჭო და უშაქრო ჩაი.

ხილის დღე

9 საათი: 2 ცალი ვაშლი, უშაქრი ყავა ან ჩაი.

12 საათი: 1 ცალი ბანანი.

14 საათი: ფორთოხლის, გრეიპფრუტისა და კივის სალათა.

17 საათი: 2 ცალი კივი, 2 ცალი ანანასის ნაჭერი.

20 საათი: 2 ცალი მწვანე ვაშლის ახალგამოწურული წვენი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი