რჩევები

კითხვა-პასუხი

№42

ავტორი: ანი რევია 11:00 27.10, 2023 წელი

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: მიყვარს მოკლე კაბისა და შორტების ჩაცმა, გამხდარი ვარ და მიხდება. თუმცა, ფეხის ზედა ნაწილზე გამიჩნდა სტრიები. რა დამეხმარება მის მოცილებაში სახლის პირობებში?

პასუხი: ასპირინის 3 აბი კარგად დაფხვენით და დაუმატეთ ძალიან მცირე რაოდენობით წყალი, ისე, რომ ფაფისებრი მასა მიიღოთ. ნარევს დაუმატეთ 2 სადილის კოვზი წყლის აბაზანაზე შემთბარი ზეითუნის ზეთი და კარგად აურიეთ. საღამოს, ძილის წინ, ამ საშუალებით კარგად დაიმუშავეთ სხეულის პრობლემური მონაკვეთები და სამოქმედოდ მთელი ღამით დაიტოვეთ. გაიმეორეთ პროცედურა დღეგამოშვებით. სტრიების წინააღმდეგ ბრძოლის დროს, ასევე, აუცილებელია რეგულარული ფიზიკური დატვირთვა, რათა გაიუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა მთელ სხეულში. თუ ამ პროცედურას რეგულარულად შეასრულებთ, პრობლემას დაამარცხებთ.

კითხვა: ვარ 18 წლის. სახეზე მქონდა გამონაყარი. მის გაქრობაში, მეზობელმა თეთრი კასტელანის ხსნარი მირჩია. რამდენიმეჯერ წავისვი ბამბის ტამპონით და შედეგი მართლაც გამოიღო, თუმცა, შემდეგ ის ადგილები დამიწითლდა და მეწვის. შეიძლება, კასტელანის ხსნარს კანი დაეწვა?

პასუხი: თეთრი კასტელანის შემადგენლობაში შედის რეზორცინი, ბორის მჟავა, ფენოლი, 95-პროცენტიანი ეთანოლი, გამოხდილი წყალი. ამ ხსნარით გაჟღენთილი ბამბის სახეზე დადება არ არის რეკომენდებული. შესაძლებელია, კანის გაღიზიანება სწორედ მან გამოიწვია. კასტელანის სითხის გამოყენება დერმატოლოგის გარეშე არ შეიძლება.

კითხვა: დაბანის მერე მთელ ტანზე ვისვამ სურნელოვან ლოსიონს. თანამშრომელმა მითხრა, რომ მისი კანში შეწოვით შესაძლოა, ჯანმრთელობას ვავნო. მართლა საშიშია?

პასუხი: რასაც კანზე ვისვამთ, პრაქტიკულად ყველაფერი ორგანიზმში შეიწოვება. ამიტომ ყურადღება უნდა მიაქციოთ მოვლის საშუალების შემადგენლობას და მის შერჩევას ისეთივე პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეთ, როგორც კვების პროდუქტების. კანს გააზრებული ზრუნვა ესაჭიროება, მისი კვება კი უმჯობესია ბუნებრივი საშუალებებით. კანისთვის სასარგებლოა: ჟოჟობას ცხიმის, ალოეს წვენის, კაკაოს ცხიმის, ქოქოსის ზეთის შემცველი საშუალებები. ეს ინგრედიენტები ცალ-ცალკეც ძალიან კარგია, ხოლო ერთობლიობაში კანს არბილებს, ატენიანებს და ორგანიზმიც ზედმეტი ტოქსინებით არ იტვირთება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა