გოგრის წვნიანის დიეტა
ავტორი: ანი რევია 10:00 06.10

ბევრი იწყებს დიეტას გახდომის მიზნით, თუმცა, არ ითვალისწინებენ, რომ სწორედ ამ პერიოდში, საშემოდგომოდ, როცა ვირუსებით დაავადების ალბათობა იმატებს, აუცილებელია ორგანიზმის ვიტამინებით შევსება და მინერალების ბალანსის დაცვა. ამ მიზნით, პირველ რიგში, მენიუდან უნდა ამოიღოთ ცომეული, ბრინჯი, თხილეული, შემწვარი ხორცი და ხორცის ნახარში. მიირთვით ბოსტნეულის წვნიანი და სალათები, თევზი და ხილი.
თუ წონაში დაკლება გსურთ, მაშინ ამ პერიოდში, საკმაოდ კარგია გოგრის წვნიანის დიეტის დაცვა, რომელიც ხსნის შეშუპებას. მიუხედავად იმისა, რომ დაბალკალორიულია, დღის განმავლობაში არ შეგაწუხებთ შიმშილის გრძნობა და თან, წონაშიც ორგანიზმის დაუზიანებლად დაიკლებთ.
გოგრის წვნიანის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 200 გრამი გოგრის რბილობი, 1 ცალი ბულგარული წიწაკა, ნიახურის 1 ძირი, 1 კბილი ნიორი, გახეხილი ნახევარი მუსკატის კაკალი, 1/4 ჩაის კოვზი ზაფრანა, 1/4 ჩაის კოვზი უცხო სუნელი, 1/4 ჩაის კოვზი კოჭას ფხვნილი, მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: ყველაფერი ერთად მოხარშეთ და დააბლენდერეთ. ბოლოს, დაუმატეთ მარილი. წვნიანში, დაახლოებით, 130 კილოკალორიაა. მიირთვით დღეში 2-3-ჯერ. დიეტა დაიცავით 3 დღე. გაითვალისწინეთ, რომ თუ კუჭი გაწუხებთ, წვნიანი კოჭას ფხვნილის გარეშე მოამზადეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან