რჩევები

ერთკვირიანი დიეტა

№46

ავტორი: ანი რევია 11:00 20.11, 2023 წელი

დიეტა
დაკოპირებულია

ეს დიეტა განსაკუთრებით მოუხდებათ მათ, ვისაც კუჭის შეკრულობა აწუხებს. ეს პრობლემა ძალიან უშლის ხელს გახდომას. იმისთვის, რომ ადვილად მოინელოთ ნებისმიერი საკვები, სულაც არ არის აუცილებელი, მედიკამენტებს მიმართოთ, თუ, რა თქმა უნდა, რაიმე სერიოზული პრობლემა არ გაქვთ. ამისთვის საკმარისია, დღეში 4-ჯერ, ყოველი კვების წინ, ნახევარი საათით ადრე, დალიოთ ბორჯომში გახსნილი მაწონი – ნახევარი ჭიქა ბორჯომი, ნახევარი ჭიქა მაწონი.

9 საათზე – 1 ჩაის ჭიქა მაწვნიანი ბორჯომი ან სხვა მინერალური წყალი.

9:30 1 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი, 1 პატარა ნაჭერი უმარილო და უცხიმო ყველი, 1 პატარა ნაჭერი შავი პური.

12 საათზე – 1 ჩაის ჭიქა მაწვნიანი ბორჯომი.

12:30 100 გრამი მოხარშული საქონლის ხორცის სოსისი და 100 გრამი ცოცხალი ბოსტნეულის სალათა.

15 საათზე – 1 ჩაის ჭიქა მაწვნიანი ბორჯომი.

15:30100 გრამი მოხარშული ქათმის ან საქონლის უცხიმო ხორცი, შეიძლება მოხარშული თევზიც, 1 ცალი კიტრისა და 1 პომიდვრის სალათა.

18 საათზე – 1 ჩაის ჭიქა მაწვნიანი ბორჯომი.

18:30300 გრამი ცოცხალი ხილის სალათა.

შუალედებში დალიეთ სითხე ნებისმიერი რაოდენობით, ოღონდ, უშაქროდ. ასევე, ნებადართულია 1 ფინჯანი უშაქრო ყავა.

დიეტა ერთკვირიანია. მრავალფეროვნებისთვის, შეგიძლიათ, ერთმანეთს ჩაანაცვლოთ მოხარშული თევზი, ქათმის ან საქონლის ხორცი. რაც შეეხება სალათებს, გამოიყენეთ სხვადასხვა ბოსტნეული, ოღონდ, უმი სახით. მწვანილის სახეობა და რაოდენობა განუსაზღვრელია. ეცადეთ, მაქსიმალურად მცირე რაოდენობით გამოიყენოთ მარილი. დიეტის დასრულების შემდეგ, როცა ჩვეულებრივ კვებაზე გადახვალთ, რაციონიდან არ ამოიღოთ მაწვნიანი ბორჯომი მანამ, სანამ კუჭის მოქმედება საბოლოოდ არ მოგიწესრიგდებათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული