რჩევები

ბრინჯის დიეტა

№13

ავტორი: ანი რევია 13:20 06.04

დიეტა
დაკოპირებულია

ბრინჯი უნიკალური პროდუქტია. ის წმენდს ადამიანის ორგანიზმს და ხელს უწყობს მის გაჯანსაღებასა და გაახალგაზრდავებას. შეიცავს დიდი ოდენობით B ჯგუფის ვიტამინებს. ამიტომ, თუ გსურთ, შეინარჩუნოთ სხეულის ლამაზი ფორმები და წონაშიც საგრძნობლად დაიკლოთ, ამაში ბრინჯის ოთხდღიანი დიეტა დაგეხმარებათ.

ეს დიეტა შეგიძლიათ, გააკეთოთ თვეში ერთხელ. გაითვალისწინეთ, რომ ბრინჯს ორგანიზმიდან მარილთან ერთად გამოაქვს წყალიც, ამიტომ დიეტის დაცვის დროს აუცილებლად სვით ბევრი სითხე.

პირველი დღე – მოხარშეთ ბრინჯი. არ დაუმატოთ მარილი, შაქარი, სანელებლები ან ცხიმი. გაყავით 4 ულუფად და მიირთვით დღის განმავლობაში. მიაყოლეთ ვაშლის წვენი. თუ შიმშილის გრძნობამ შეგაწუხათ, შეგიძლიათ, 2-3 ცალი მწვანე ვაშლი მიირთვათ.

მეორე დღე – ბრინჯთან ერთად შეგიძლიათ, მიირთვათ 1 ნაჭერი მოხარშული თევზი.

მესამე დღე – ბრინჯთან ერთად შეგიძლიათ, მიირთვათ 1 ნაჭერი მოხარშული ქათმის თეთრი ხორცი.

მეოთხე დღე – ბრინჯთან ერთად შეგიძლიათ, მიირთვათ უმი ბოსტნეული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი