პოლიტიკა

ზნეშეცვლილი „აკვანი“

№46

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 22.11, 2022 წელი

ზნეშეცვლილი აკვანი
დაკოპირებულია

ანუ „ერთ ბედ ქვეშა ვართ, ლაბავ, მე და შენ“

ის დღეც დადგა (და ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ნანატრი), როდესაც ეუთოს (მაშასადამე, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის) დამკვირვებლებმა აშშ-ში შუალედურ არჩევნებში გამოავლინეს სისტემური გამოწვევები, ფულის მასობრივი გავლენა და საზოგადოების პოლარიზაცია.

თუმცა აშშ-ის დედაქალაქში გამართულ პრესკონფერენციაზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ მარგარეტა სედერფელტმა გულიც გაგვიკეთა (მომყავს ციტატა): „ჯამში, ამერიკელმა ხალხმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ერთგულება დემოკრატიული არჩევნებისადმი პროფესიონალურად წარმართული პროცესით.“

ჯერჯერობით არ ვიცით, რას აჩვენებს საბოლოოდ ამერიკელი ხალხი, როგორ გადანაწილდება ადგილები სენატსა და კონგრესში, ანუ როგორ მორიგდებიან პოლარიზებულები, თუმცა „დემოკრატები“ ასე იოლადაც ვერ დაამარცხეს „რესპუბლიკელებმა“ და, რაც მთავარია, როგორ განვითარდება პროცესი, იმიტომ რომ არა მხოლოდ მსოფლიო, თვით აშშ-იც კი იცვლება, ხოლო, თუ ზემოჩამოთვლილ დარღვევებს გავიხსენებთ, არც იმას გამოვრიცხავ, ჩვენც შეგვეტანა წვლილი ერთ დროს ფრიად უზადო ამერიკული არჩევნების ეგზომ ჩამოლაბორანტებაში, პრინციპით, ხარი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სტრატეგიული პარტნიორი) ხართან (ანუ სტრატეგიულ პარტნიორთან) რომ დააბაო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი