პოლიტიკა

ზღვების მბრძანებელი?!

№48

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:42 30.11

სტამბოლი
დაკოპირებულია

ანუ ათა თურქის ჩრდილში გაღვიძებული მუზა.



 

მაშინ, როდესაც ანკარამ მოახერხა და სამხრეთ კავკასიაში თავის სამხედროებს ჩექმის წვერი ჩაადგმევინა და მერე რა, რომ ჯერჯერობით მხოლოდ დამკვირვებლებად, გაირკვა, რომ სტამბოლს მთლად ჰარმონიულად ვერ უთავსდება.

ამ ისტორიას კი დიდხნიანი ისტორია აქვს:
ჯერ კიდევ 2011 წელს განაცხადა თურქეთის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა დიადი გეგმის შესახებ, რომელიც გულისხმობდა ბოსფორის სრუტის გარდა მარმარილოსა და შავი ზღვის კიდევ ერთი, ხელოვნური სრუტით (სახელწოდებით – „სტამბოლი“) დაკავშირებას (რის შედეგადაც, სტამბოლი სამ ნაწილად იშლება და ძველი სტამბოლი და საქმიანი უბანი კუნძულებად იქცევა).

თურქეთის თავკაცის განცხადებით, ახალი სრუტე გაზრდის სატრანსპორტო ნაკადს მარმარილოსა და შავ ზღვებს შორის, თუმცა სპეციალისტები აცხადებდნენ და აცხადებენ, რომ ამ პროექტს არა მხოლოდ ეკონომიკური, ეკოლოგიური ეფექტიც ექნება და არც თუ მთლად სახარბიელო.

მეორე მხრივ, სტამბოლის მერი (იმამოღლუ) ამტკიცებს, რომ სტამბოლის წინა ხელმძღვანელობის მიერ ხელმოწერილი პროტოკოლები გაუქმებულია. აქვე შეგახსენებთ, რომ ხსენებული იმამოღლუ ოპოზიციის კანდიდატია და გასულ წელს, თუმცა მან პირველ ჯერზევე გაიმარჯვა, სტამბოლის არჩევნების შედეგები გაუქმდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ მეორედაც ის აირჩიეს. უფრო მეტიც – პოპულარობით, მეორეა, ერდოღანის შემდეგ.
შესაძლოა, ამიტომაც, ამ ერთი წლის განმავლობაში მის წინააღმდეგ 30 საქმეა აღძრული.

ბუნებრივია, თურქეთის შიდა საქმეა, როგორ გადაინაწილებენ ძალაუფლებას მმართველი და ოპოზიციური პარტიები და სასახლეს აიშენებენ თუ სრუტეს, რომ არა ერთი მაგრამ (თუმცა იმასაც ამბობენ, რომ თურქეთის პრეზიდენტი ათა თურქს ეჯიბრება): ბოსფორის სრუტეზე მოქმედებს საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც სამხედრო საზღვაო ხომალდებს ეხება. ახალ სრუტეზე კი ეს შეზღუდვები ვერ გავრცელდება, თუ ცალკე შეთანხმება არ გაფორმდა.

ანუ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ თურქეთის თავკაცობა შავი ზღვის გასაკონტროლებლად ახალ ბერკეტებს იმზადებს.
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ შავ ზღვაზე საზღვარი ჩვენიც გადის, ვფიქრობ, დენთის სურნელი სანაპიროდანაც გველამუნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

18-24 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

ზოდიაქოს ნიშნები

რა გავლენას ახდენს ადამიანის დაბადების თვე ინტიმურ...