პოლიტიკა

„მთვარეული?!“

№37

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00

ამბები
დაკოპირებულია

ანუ „ღამით გზები გამინათე, მთვარეო“

სანამ დანარჩენი სამყარო იმის მოლოდინშია, როდის დასრულდება ახალი გადანაწილება და ითვლის, რამდენი პუნქტით დაეცა დონალდ ტრამპის რეიტინგი, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მთვარე, დიახ, მთვარე, ამერიკის შეერთებული შტატების საკუთრებაა, ეს სიახლე თუ მუდმივად არსებული ჭეშმარიტება, მან სოციალური ქსელით ამცნო დანარჩენ დედამიწას, ისევე, როგორც მანამდე ის ამბავი, რომ ჰორმუზის სრუტეც ამერიკის შეერთებული შტატების საკუთრებაა.

ოღონდ ამას არ დასჯერებია და იმავე სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა რუკა, რომელზეც ისლანდია, გრენლანდია, კანადა, მექსიკა, ცენტრალური ამერიკა და კარიბის ზღვის რეგიონი ამერიკის შეერთებულ შტატებადაა მონიშნული.

ისლანდიამ აშშ-ის ელჩი დაიბარა, თუმცა ვეჭვობ, ამ უკანასკნელს რამე ლოგიკური ახსნა-განმარტება წარედგინა ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის.

რასაკვირველია, ჩემთვის უცნობია, რატომ თამაშობს, მათ შორის მოკავშირეების ნერვებზე თეთრი სახლის ამჟამინდელი ბატონ-პატრონი, მაგრამ, რადგან მათ ნერვებზე ასე თამაშობს, ვფიქრობ, რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რომ, თუ მისი ინტერესის სივრცეში აღმოვჩნდით, ჩვენს ისედაც დაწყვეტილ ნერვებზე როგორ ითამაშებს...

მეორე მხრივ, არც სრულიად ევროკავშირი დარჩენია ვალში: ყოველ შემთხვევაში, ამ თუ სხვა მიზეზით, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა (აი, მან, ჩვენში ბავშვმაც კი რომ იცის, ვინ არის კაკო) მარტა კოსმა, არც აცია, არც აცხელა და განაცხადა, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის დონალდ ტრამპის მოძრაობა MAGA-სთან კავშირები უნდა გაწყვიტონ (სამწუხაროდ, არ დაუზუსტებია, ზედაც, საჯაროდ ხომ არ უნდა დაგმონ კიდეც).

ცხადია, მე არ ვიცი, რას მოიმოქმედებენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები, რომლებსაც ევროკავშირმა ისეთი კაბალური რეგულაციები დაუწესა (როგორც ახალ წევრებს), მაგრამ, სწორედ ამ ახალი რეგულაციებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ზემოხსენებული მოთხოვნა ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარის სათქმელ საბაბადაც კი გამოადგეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი