პოლიტიკა

ზარშემოკრულები

№42

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 22.10

ამბები
დაკოპირებულია

ანუ უწყლო აუზში თავით ხტომა?!

მაშინ, როდესაც აქეთ – ევროპარლამენტმა (495 დეპუტატის ხელმოწერით) განგაშის ზარები შემოჰკრა, საქართველოში, ერთ დროს დემოკრატიის ჩემპიონი რომ იყო (ისე დაუმშვენდათ ცხვირები, აქ რომ ოდესმე დემოკრატია ყვაოდა), დემოკრატია თავისუფალი ვარდნის რეჟიმშიაო, იქით – ევროკომისიამ გადაწყვიტა, რომ მოლდოვას 1.8 მილიარდი ევროთი დაეხმაროს: ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე შეეშველებაო. ეს ამბავი თვით ურსულა ფონ დერ ლაიენმა აცნობა მოლდოველებს მოლდოვაში ვიზიტისას.

ამასთან, დააზუსტეს (ქ-ნი ურსულას განცხადების შემდეგ), რომ დახმარების ეს პაკეტი გაზრდის მოლდოვის ეკონომიკას, დაუჩქარებს რეფორმებს, რაც უცილობლად დააახლოებს ევროკავშირთან. თავად დახმარების პაკეტი კი სამ მიმართულებას მოიცავს:

პირველია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ენერგოუსაფრთხოება, ახალი საავადმყოფოების აშენება; მეორე მიმართულებაა მოლდოვასა და ევროკავშირს შორის საქონლის თავისუფალი მიმოცვლა, ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე, ასევე, ციფრულ ბაზარზე ინტეგრაცია და ერთიანი ევროგადასახადების სივრცესთან წვდომა; ხოლო მესამეა მოლდოვაში განსახორციელებელი რეფორმების მხარდაჭერა, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესება – მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება.

გეგმები და დახმარების მოცულობა, მართლაც რომ, შთამბეჭდავია, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ (ევროკომისიამ თავად გაგვიმხილა), მოლდოვას თანხას მას შემდეგ გადასცემენ, როდესაც მოლდოვაში ევროავშირთან წინასწარ შეთანხმებული რეფორმები განხორციელდება (იმას გარდა, რომ დახმარების ეს გეგმა ჯერ ევროპარლამენტმა და ევროპულმა საბჭომ უნდა შეისწავლონ), მოლდოვის დსთ-ს წევრობაც რომ გვერდით გადავდოთ და თვითაღიარებულ დნესტრისპირეთში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზაც, გამოდის, რომ მოლდოველებმა ჯერ უწყლო აუზში უნდა ივარჯიშონ თავით ხტომაში და ვინც შემდეგ იარებს მოიშუშებს და ამ საქმეში დახელოვნდება, დახმარების პაკეტიც მას ერგება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა