ზარის შემომკვრელები
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 15.10
ანუ ვის უნდა პაპიროსი პირში?!
თუ აქ – ადგილზე, აშშ-ის საელჩო აქტიურობს (რას გავაწყობთ, ყველა ისე ცდილობს, როგორც შეუძლია), იქით – დასავლეთ ევროპისკენ, ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეა არისხებს განგაშის ზარებს – საქართველოს მთავრობა არჩევნების შედეგების მოსაპარად ემზადებაო. მათ სიახლოვეს კი თვით პატივცემულმა შოლცმაც (გერმანიის კანცლერმა, გერმანული მრეწველობა რომ თავზე დაემხო და არჩევნები წააგო) მოიცალა ჩვენთვის და თავის წილ განგაშის ზარსაც შემოჰკრა. სახელდობრ, საქართველო საფრთხეს ქმნის, რაკი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნების „ელ გე ბე ტე“ პროპაგანდისგან დაცვის კანონი მიიღოო. ჩვენ ისევ ევროპარლამენტს დავუბრუნდეთ: 4 ევროპარლამენტარი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება აშინებს ოპოზიციურ კანდიდატებს, მათი ოჯახის წევრებს, მათი ქონება იძარცვება (ოღონდ არ აკონკრეტებენ, ვისი და სად გაძარცვა) და სიტყვის თავისუფლებაც საფრთხეშიაო (ტყუილი, ტყუილი, პაპიროსი – პირში). ერთი სიტყვით, საზოგადოებრივი აზრი მზადდება (ეს ნაცადი ტექნოლოგიაა), რომ თითქოს საქართველოში არჩევნები გარდაუვლად გაყალბდება, ამიტომაც მორიგი დემოკრატიული გადატრიალება სავსებით ლეგიტიმური იქნება (ანალოგიური სქემები მუშაობდა იუგოსლავიაში – ფაშისტი მილოშევიჩი, ერაყში – ქურთების მკვლელი ჰუსეინი, ლიბიასა თუ სხვაგან), თუმცა მთავარი ის გახლავთ, რომ, თუ ქართველი ამომრჩეველი გულდინჯად მოიქცევა და არ იქცევა მანიპულაციის ობიექტად (ანუ არ აცეტდება), მერწმუნეთ, დასავლეთის თავისებურებაა, ითანამშრომლოს იმ მოცემულობასთან, რომელიც იქნება. მანამდე კი, ყველა თავისას ცდილობს და სულ მალე ზემოხსენებული 24 დეპუტატის მოტივაციასაც შევიტყობთ, თუ არადა, საზარბაზნე ხორცის როლი არც არავის გაუუქმებია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან