დასიცხულები და ცეცხლმოკიდებულები
ავტორი: ნინო ხაჩიძე 35 წუთის წინ
ანუ „ნაზი ხარ, ნაზი...“
ჩვენი წლევანდელი ზაფხული არც ისე პაპანაქებაა, თუმცა წინა წლებში უარესებისთვისაც გაგვიძლია. ევროპის ტერიტორიაზე კი მეტად და მეტად აცხუნებს მზე (და ეს უკვე რამდენიმე წელია, გრძელდება), რასაც დემოკრატიასა და კარგ ცხოვრებას ჩვეული ევროპელები ვერა და ვერ უძლებენ (ალბათ, იმიტომ, რომ ზედმეტად ფაქიზები არიან).
იმდენადაც კი, რომ ადამიანები ეწირებიან კიდეც მზის მცხუნვარებას (სხვათა შორის, წინა წლებშიც იწვევდა სიკვდილიანობას მაღალი ტემპერატურა). კერძოდ, წელს, ივლისში, საფრანგეთში ძლიერ სიცხეს 1 243 ადამიანი უმსხვერპლია (მონაცემები ოფიციალურია); თანაც, მხოლოდ 3-დან 22 ივლისამდე, ხოლო მიმდინარე ზაფხულის განმავლობაში, საერთო ჯამში, ამ მიზეზით, მინიმუმ, 7 300 ადამიანი გარდაცვლილა.
რაც მთავარია, საფრანგეთი სრულიადაც არ არის გამონაკლისი, მაგალითად, რობერტ კოხის ინსტიტუტის ცნობით, წელს ძლიერმა სიცხეებმა გერმანიაში 10 000-ადამიანამდე იმსხვერპლა. ხოლო ბელგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი კი გვამცნობს, რომ ივნისის განმავლობაში, ასევე, ივლისის პირველ დღეებში 2 000-ზე მეტი ადამიანი დაღუპულა ძლიერი სიცხის გამო.
თუ გავიხსენებთ, რომ ზაფხული ჯერ კიდევ არ დასრულებულა, სავარაუდოა, მსხვერპლი გაიზარდოს. ხოლო აქედან და ზემოთქმულიდან გამომდინარე, იბადება კითხვა: როგორ აპირებენ ომს (თუ ევროპელი პოლიტიკოსების პათოსს გავიხსენებთ), თუ მზის მცხუნვარებასაც ვერ უმკლავდება ევროკავშირულად დემოკრატიული ორგანიზმი?!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





